ვეღარ უმკლავდებით კოჟრებთან დაკავშირებულ სირთულეებს? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა ! 

355

ვეღარ უმკლავდებით კოჟრებთან დაკავშირებულ სირთულეებს? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა ! 

კოჟრებს ტერფებზე მჭიდრო მოუხერხებელი ფეხსაცმელი აჩენს, ხელისგულებზე კი – არასწორი ფიზიკური დატვირთვა ან უჩვეულო, მძიმე სამუშაო, მით უფრო – უხელთათმანოდ საქმიანობა, ასევე სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრა.

ამ უსიამოვნების გამოწვევა ბრტყელტერფიანობასაც შეუძლია: ამ დროს ტერფზე დაწოლა უთანაბროა და პრობლემური ადგილები კანის გაუხეშებით “პასუხობენ”.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გაითვალისწინეთ: თუ ტერფებზე კოჟრები რეგულარულად გიჩნდებათ, მუდმივი და მძიმე სამუშაოს გარეშეც, კანზე მუდმივი ზრუნვისა და ყურადღების გარდა, აუცილებლად დაგჭირდებათ დერმატოლოგის კონსულტაცია.

ექიმი სათანადო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და პროფილაქტიკის საშუალებებსაც მიგითითებთ.

მოქმედების დროა!

კანის დაზარალებულ ადგილებს დაეხმარება ჭინჭრის ცხელი აბაზანა:

2 სუფრის კოვზ ჭინჭრის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი, ეს ნაყენი შესანიშნავი აბაზანაა! პროცედურის შემდეგ (ეს შეიძლება 10-15 წუთი გაგრძელდეს) ფეხებსა და ხელებზე გადაივლეთ ცივი წყალი.

გადაისვით ცხიმიანი საცხი და გაიკეთეთ მასაჟი, ჩაიცვით ბამბის ქსოვილისგან დამზადებული რბილი წინდები ან ხელთათმანები და ყველაზე თავისუფალი, მოხერხებული ფეხსაცმელი.

დაალბეთ ხახვის ნაფცქვენი ძმარში 2 კვირის განმავლობაში. დაიდეთ 1,5 სმ. სისქის ნაფცქვენის ფენა კოჟრზე და გააჩერეთ ერთი ღამის განმავლობაში. გაიმეორეთ რამდენჯერმე და კოჟრი გაქრება.

უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი მეთოდის სამკურნალოძალა დამოკიდებულია ძმრის ხარისხზე. ეს ძველი ხალხური საშუალებაა და ამიტომ გამოცდილიც.

ძილის წინ დაალბეთ ფეხები ცხელ წყალში, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და კოჟრზე დაიმაგრეთ ლიმონის ქერქი ლიმონის რბილობის მცირე რაოდენობით. 4-5 დღის შემდეგ კოჟრი უნდა მოგცილდეთ.

ხახვი

აიღეთ ხახვის თავი, გაფცქვენით, შუაზე გაჭერით, მოათავსეთ ძმრიან ჭიქაში. დადგით დღე-ღამის განმავლობაში ბნელ ადგილას. შემდეგ ხახვი ამოიღეთ. დაიდეთ კოჟრზე ხახვის ფურცლები 2–ჯერ დღეში — დილით და საღამოს, შეიხვიეთ ნაჭრით.

შავი ქლიავი

შავი ქლიავი რძეში მოხარშეთ, ამოაცალეთ კურკა. ცხელი დაიდეთ კოჟრზე, როდესაც
გაცივდება, ცხელით შეცვალეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ საშუალება არის. კოჟრი მალე გაქრება.

თუ კოჟრს ყურადღებას არ მიაქცევთ და ზომებს არ მიმართავთ, კანზე გაჩნდება სეროზული სითხე და ბუშტი. “ტენიანი” კოჟრი სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ (სპირტით უნდა დამუშავდეს ნემსიც) აუცილებლად უნდა გაიხსნას.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს

Facebook კომენტარები