გასაოცარი ნაყენის შესახებ ყველამ უნდა გაიგოთ სასწრაფოდ ! - ეს მცენარე საპატიო ადგილს იკავებს ჩემს სახლში!
ძიძო ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 0,5–1 მ.–ს აღწევს. ღერო სწორმდგომია. ყვავილი ყვითელია და მტევნისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი. ნაყოფი კვერცხისებრი, დაჭმუჭნული პარკია. ყვავის ივნის– სექტემბერში.
სამკურნალოდ იყენებენ ყლორტების კენწეროებს ფოთლებთან და ყვავილებთან ერთად. აგროვებენ ივნის-სექტემბერში. შენახვის ვადა – 2 წლამდე.
მცენარე შეიცავს: ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ცილას, შაქარს, C და E ვიტამინებს. ხალხურ მედიცინაში ბალახის ნაყენს და ნახარშს იყენებენ, როგორც ამოსახველებელ და დამამშვიდებელ საშუალებას ბრონქიტის, შაკიკის, ჰიპერტონიული დაავადების დროს.
ნაყენი: აიღეთ 1 ს.კ. ბალახი 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე. დააყენეთ 2 საათით, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. 2–3–ჯერ დღეში. ძიძოს ნაყენს იყენებენ საფენების, აბაზანების და კომპრესების სახით ფურუნკულების, ჩირქგროვების, მასტიტის და სახსრების რევმატიზმის დროს.
ცხელი ნაყენი:
1 ს.კ დაქუცმაცებულ ძიძოს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
კომპრესებისთვის იყენებენ ნაყენს: 2 ს.კ. ბალახი დააყენეთ 0,5 ლ. მდუღარე წყლით 20 წთ–ის განმავლობაში კარგად დახურულ ჭურჭელში. ნაყენი ცივი სახით გამოიყენება.
ბალახის ცივი ნაყენი: აიღეთ 1 ს.კ. ხმელი დაქუცმაცებული ნედლეული 1 ჩ.ჭ. ცივ წყალზე, დააყენეთ 4 საათით, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში ნევრასთენიის, ისტერიის, შაკიკის, ჰიპერტონიული
დაავადების, ათეროსკლეროზის დროს (2-ჯერ დღეში).
სტენოკარდიის და გულის იშემიური დაავადების, ბუასილის, ბრონქიტის, ნეფრიტის, ცისტიტის, ასევე კლიმაქტერული ნევროზის, საკვერცხეების ანთების დროს.
ნაყენი აბაზანისთვის (სახსრების შეშუპების, სახსრების რევმატიზმის დროს): 20 გრ. ბალახი 1 მდუღარეზე, დააყენეთ 30 წთ., გაწურეთ, დაამატეთ
აბაზანაში.
უნდა გახსოვდეთ, რომ ძიძოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რჩევით, უნდა დაიცვათ მიღების წესები და მითითებული დოზები. დოზის გადამეტების დროს შეიძლება გაჩნდეს თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება. ასეთ შემთხვევებში ძიძოს პრეპარატების
მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს.
ძიძოს სალათა
აიღეთ 25 გრ. ძიძოს გრ. ძიძოს ფოთოლი, 25 გრ. მწვანე
ხახვი, 50 გრ. კიტრი, 1 კვერცხი, 25 გრ. არაჟანი (მაიონეზი, ან მცენარეული ზეთი), მარილი.
ძიძოს ახალგაზრდა ფოთლები დაჭერით, დაამატეთ დაჭრილი კიტრი, მწვანე ხახვი, მოხარშული კვერცხი, მოაყარეთ მარილი, მოურიეთ. დაამატეთ არაჟანი, მაიონეზი, ან მცენარეული ზეთი.