ხალხური, სამკურნალო საშუალებები – რომლებიც ნებისმიერ დროს თქვენი მშველელი გახდება -მათი წყალობით ჩემს მშობლებს წამალი აღარ სჭირდებათ!

281

ხალხური, სამკურნალო საშუალებები – რომლებიც ნებისმიერ დროს თქვენი მშველელი გახდება – მათი წყალობით ჩემს მშობლებს წამალი აღარ სჭირდებათ!

ღრძილების დაავადებების დროს რეკომენდებულია კომბოსტოს მწნილი. სხვა საშუალება: აურიეთ 1 ს.კ. თაფლი და 3 კბილი ნიორი.  მიღებულ ნარევში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ ღრძილებზე. დააყენეთ ჭინჭრის ფოთლები და დაიდეთ ღრძილებზე, სითხე კი დალიეთ.

დაბალ ცეცხლზე, წყალში 10 წთ–ის განმავლობაში მოხარშეთ ერთი ლიმონი, გაჭერით და გამოწურეთ წვენი ჭიქაში. წვენს დაუმატეთ 2 ს.კ. გლიცერინი, კარგად მოურიეთ და შეავსეთ ჭიქა თაფლით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ძლიერი და ხშირი ხველის დროს –  მიიღეთ 2 ჩ.კ. ნარევი 3–ჯერ დღეში, ჭამის წინ და ძილის წინ.

ხველის საწინააღმდეგო საშუალება: 500 გრ გასუფთავებული ხახვი დააქუცმაცეთ, დაამატეთ 400 გრ. შაქარი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1 ლ. წყალში 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ, დაამატეთ 50 გრ. თაფლი, გადაასხით ბოთლში და თავი დაუცეთ. მიიღეთ 4-5 ს.კ. დღეში, ჭამის შემდეგ.

– 10 ხახვის თავი და 1 თავი ნიორი წვრილად დაჭერით და ხარშეთ პასტერიზებულ რძეში დარბილებამდე. დაამატეთ ცოტაოდენი პიტნა და თაფლი. მიიღეთ 1 ს.კ. საათში ერთხელ ძლიერი ხველის დროს.

თავის ტკივილის დროს კარტოფილი

სისტემატური თავის ტკივილის დროს დალიეთ 1/4 ჩ.ჭ. ახალგაწურული კარტოფილის წვენი.

წითელი სამყურა

იყენებენ ყვავილების ნაყენს: 1 ს.კ ყვავილი დააყენეთ 1 ჩ.ჭ. მდუღარეთი 30 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3–ჯერ დღეში,
და მარწყვი.

ხალხურ მედიცინაში მარწყვის ნედლი კენკრა თავის ტკივილის დროს გამოიყენება.

იასამანი  – ნედლი ფოთლები დაიდეთ თავზე მტკივან უბნებზე.

შავი მოცხარი- მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. შავი მოცხარის ახალგაწურული წვენი 3–ჯერ დღეში.

კრაზანა –  თავის ტკივილის დროს დალიეთ ბალახის ნახარში: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. 3–ჯერ დღეში.

ძახველი –  თავის ტკივილის დროს დალიეთ ახალგაწურული წვენი,
კომბოსტო, თავზე მიიდეთ კომბოსტოს ნედლი ფოთლები.

სეზონური ეგზემის დროს აიღეთ: სალბი (ფოთოლი) – 2 წილი, მრავალძარღვა (ფოთოლი) 2 წილი, ჭინჭარი (ფოთოლი) – 2 წილი, აბზინდა) (ბალახი) — 1 წილი, ფარსმანდუკი (ბალახი) 3 წილი, კრაზანა (ბალახი) 3 წილი, შვიტა (ბალახი) – 3 წილი, სიმინდის დინგი – 2 წილი, ღვია (ნაყოფი) – 3 წილი.

ნეიროდერმიტის და ეგზემის დროს აიღეთ: ჭინჭარი (ფოთოლი) — 2 წილი, თავშავა (ბალახი) — 2 წილი, ორკბილა (ბალახი) 3 წილი, ია (ბალახი)  2 წილი, გვირილა (ყვავილი) — 2 წილი, ბეგქონდარა(ბალახი) -2 წილი, შვიტა – 2 წილი, კატაბალახას ფესვი – 3 წილი.

Facebook კომენტარები