თუ შარდკენჭოვანი დაავადება გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ, გაგიზიარებთ გამორჩეულ რეცეპტს ! 

714

თუ შარდკენჭოვანი დაავადება გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ, გაგიზიარებთ გამორჩეულ რეცეპტს ! 

შარდკენჭოვანი დაავადება თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის გვხვდება ყველა ასაკში, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე.

სადღეისოდ უროლითიაზით დაავადებულები იმ პაციენტთა თითქმის ნახევარს შეადგენენ, რომლებიც უროლოგიური დახმარებისთვის მიმართავენ ექიმს.

ამ დაავადების მკურნალობა მოითხოვს თანამედროვე დიაგნოსტიკის, შარდკენჭოვანი დაავადების რაციონალური მკურნალობის მეთოდებისა და ქვების მოცილების თანამედროვე პრინციპების ფართო ცოდნას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიზეზები

შარდკენჭოვანი დაავადების ძირითადი მიზეზი თანდაყოლილია – ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც უხსნადი მარილების წარმოქმნა მოსდევს.

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს აქვს შარდკენჭოვანი დაავადებისადმი თანდაყოლილი განწყობა, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე დაავადება არ ვითარდება. ასეთი ფაქტორებია:

  • კლიმატი. ცხელ სარტყლებში ადამიანი გაცილებით მეტ ოფლს გამოყოფს, ვიდრე საშუალო კლიმატის რეგიონებში. შედეგად ორგანიზმში იზრდება ზოგიერთი მარილის კონცენტრაცია და შესაძლოა, ქვების წარმოქმნა დაიწყოს;
  • გეოგრაფიული ფაქტორი. აქ მთავარ როლს ასრულებს წყლის შემადგენლობა (კალციუმის მარილებით მდიდარი ხისტი წყალი უროლითიაზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს) და საკვები (მწარე და მჟავე საკვები შარდის მჟავიანობას ზრდის, რის გამოც ქვები გაცილებით ადვილად წარმოიქმნება);
  • ულტრაიისფერი სხივებისა და საკვებში ვიტამინების ნაკლებობაც ქვების წარმოქმნას უწყობს ხელს, ისევე როგორც ტრავმები და ძვლის დაავადებები – ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი;
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება;
  • ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება, რომელიც მოწამვლას ან ინფექციურ დაავადებას შეიძლება მოჰყვეს;
  • თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა დაავადებები – პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, ნეფროპტოზი (თირკმლის დაწვა), ცისტიტი, პროსტატის ადენომა, პროსტატიტი და სხვა.

დიდი ხანია, თირკმლებში კენჭები მაქვს. კენჭის გავლაც ბევრჯერ მქონია. ეს ისეთი
აუტანელი ტკივილია, რომ სიკვდილს განატრებინებს. ერთხელ შეტევა სამსახურში მომივიდა. სასწრაფო დახმარების გამოძახება დაგვჭირდა.

სანამ ორი ამპულა ბარალგინი არ გამიკეთეს, ჩემი გმინვა მთელ შენობაში ისმოდა. სამსახურიდან ერთი კვირით გამათავისუფლეს.

როცა მოვმჯობინდი და სამსახურში გავედი, თანამშრომელმა ერთი ნაყენის რეცეპტი მასწავლა. მითხრა, კენჭის გავლა აღარასოდეს დაგემართებაო. დავუჯერე და
დღემდე მადლიერი ვარ ამ ქალბატონის.

გადავწყვიტე, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული სიმინდის ულვაში, დათვის
კენკრა და ლობიოს საგდული. 40 გ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გაგრილებამდე გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ,6 ულუფად გაყავით და მთელი დღის განმავლობაში სვით.

Facebook კომენტარები