მოამზადეთ კოტლეტები მდოგვით! გემრიელი და განსხვავებული რეცეპტი…

1411
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

დაგჭირდებათ:

• 500 გრ. საქონლის ფარში
• 500 გრ. ღორის ხორცის ფარში
• 3 ც. კარტოფილი
• 3 ც. ხახვი
• 150 გრ. პური
• 1 ც. კვერცხი
• 1 ს. კ მდოგვი
• 0,5 ჭიქა რძე
• 3 ს. კ წყალი
• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

1. აურიეთ ორივე სახის ხორცი, და დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი კარტოფილი.

2. ჩაალბეთ პურის ნაჭერი რძეში და დაასვენეთ. როცა პური კარგად გაიჟღინთება, დაუმატეთ ის რძესთან ერთად ხორცის მასას.

3. ჩაუმატეთ ფარშს კვერცხი, მდოგვი, მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ.

4. მიეცით ფარშს კოტლეტის ფორმა და შეწვით გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

frenis kompensacia
frenis kompensacia