რჩევები და რეცეპტები ხალხური მედიცინისგან - ამის ცოდნა ყველას სჭირდება !
იცით თუ არა, რომ...
თუ დათვერით, არ იფიქროთ, რომ ცივი ჰაერი გამოგაფხიზლებთ: პირიქით, კიდევ უფრო მეტად დათვრებით (შეიძლება გონებაც დაკარგოთ).
— თუ თვალზე ჯიბლიბო ხშირად გიჩნდებათ, სრულ განკურნებამდე დალიეთ დაფნის ფოთლის ნაყენი (4–5 დაფნის ფოთოლს დაასხით 1/4 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი,
დააყენეთ ოცი წუთის განმავლობაში, ფოთლები ამოიღეთ.
თუ ანგინას ცუდად უმკურნალეთ და წოლითი რეჟიმი არ დაიცავით, ამან შეიძლება გამოიწვიოს რევმატიზმი, ნეფრიტი და ინფექციური პოლიართრიტი. თვითმკურნალობა, მით უმეტეს ანტიბიოტიკებით, ანგინის დროს დაუშვებელია!
გლაუკომის მკურნალობისთვის ყოველ საღამოს, ძილის წინ, ზედა ქუთუთო დაიზილეთ წყლით 1:1 გაზავებული ფუტკრის თაფლით.
– გინდათ, თავი გრიპისგან დაიცვათ?
რეგულარულად მიიღეთ ახალი ხილი და ბოსტნეული, ყოველდღე მიირთვით ერთი ორი კბილი ნიორი, არ დაგავიწყდეთ
ასკორბინის მჟავის და პოლივიტამინების მიღება.
რომ არ დაახველოთ, უზმოზე მიირთვით გოგლი–მოგლი, დაამატეთ ცოტაოდენი რომი.
თუ დილით, უზმოზე, გულისრევის შეგრძნება გაგიჩნდათ, რომელსაც თავის ტკივილი ახლავს, შესაძლებელია, თქვენ გაქვთ შიდა თავის ქალის წნევა.
თქვენ შეიძლება გიშველოთ შარდმდენი ბალახების ნაყენებმა. როგორც კი ყელი აგტკივდებათ, საათში ერთხელ გამოივლეთ ლიმონის მჟავის 30%–იანი ხსნარი.
ეს გიშველით ყელის ნებისმიერი დაავადების დროს, თუ მკურნალობას არ დააგვიანებთ.
დამჭკნარი ქუთუთოების დამშრალი კანის დროს აუცილებელია ზეთოვანი კომპრესების გაკეთება:
დახუჭულ თვალებზე დაიდეთ მცენარეულ ზეთში დასველებული ბამბა, ან დოლბანდი, შემდეგ თვალები მოიბანეთ, ზედმეტი ზეთი მოიშორეთ.
— ფეხებში კრუნჩხვების დროს დილით და საღამოს დალიეთ 1 ჩ.ჭ. ცხელი წყალი, რომელშიც გააზავეთ ვაშლის ძმარი და ნატურალური თაფლი (თითო სუფრის კოვზი).
ქრონიკული ბრონქიტი დროს :
აიღეთ:
- 100 გრ. ბატის ქონი (უმარილო!),
- 50 გრ. არყის ხის თირკმელი,
- 50 გრ. ალოეს ფოთოლი,
- 50 გრ. კაკაო,
- 100 გრ. ნატურალური თაფლი.
ქონი გაადნეთ, ალოე, არყის ხის კვირტები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ თაფლი, კაკაო და დაამატეთ ქონი. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მაცივარში 3 თვის განმავლობაში.
მიიღეთ 1 ს.კ. 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე. კარგი იქნება, თუ პარალელურად მიიღებთ არყის ხის კვირტების სპირტზე ნაყენს (50 გრ. კვირტი, 100 გრ. არაყი, დააყენეთ 10 დღე) 1/4 ს.კ. 3–ჯერ დღეში.