რით ვუშველოთ საკვერცხეებს, როცა ტკივილი ძალიან გვიტევს -ამის ცოდნა ყველა ქალს გამოადგება !

1095

რით ვუშველოთ საკვერცხეებს, როცა ტკივილი ძალიან გვიტევს -ამის ცოდნა ყველა ქალს გამოადგება !

საკვერცხეების დისფუნქცია – წარმოადგენს საკვერცხეების
ჰორმონალური ფუნქციის დარღვევას, რაც გამოწვეულია ენდოკრინული ან ანთებითი პრობლემების გამო.

საკვერცხეების დისფუნქციის დროს აღინიშნება მენსტრუალური ციკლის
დარღვევა – ის ან ნანგრძლივია (დაახლოებით 35 დღე), ან
შემცირებული (21 დღეზე ნაკლები).

მენსტრუალური ციკლი ასეთი
დაავადების დროს ძალიან მტკივნეულია, ჭარბი სისხლდენით დაავადების დროს ფეხმძიმობა ძალიან სახიფათოა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

პრაქტიკულად დაფეხმძიმება შეუძლებელია, მაგრამ თუ ჩასახვა
მოხდება ქალს მუცლის მოშლის დიდი შანსი აქვს დაავადების განკურნების შემდეგ დაფეხმძიმების შანსი დიდია.

სწორედ ამიტომ საჭიროა პრობლემის დროულად დიაგნოსტირება და მისი აღმოფხვრა.

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

  • საშვილოსნოში არასწორად ჩადგმული სპირალისქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • ენდოკრინული დაავადებები
  • ქრონიკული სტრესი
  • დაღლილობა
  • აბორტი
  • ფეხმძიმობის მედიკამენტოზური გზით მოშლა
  • ისეთ მედიკამენტების მიღება, რომლებიც იწვევენ მენსტრუალური ციკლის მოშლას.

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • მენსტრუაციის არქონა
  • წელის არეში დისკომფორტი
  • ოვულაციის დღეებში ტკივილები ა.შ.

დასუსტებული საკვერცხეებისთვის ძალიან კარგი ყოფილა გოგრა, ყველაზე სასარგებლო კი თურმე უმი გოგრის წვენია, რომელიც დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა უნდა მივიღოთ.

ასევე ძალიან კარგია:

– ალოეს წვენი 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე;

ასკილი და შავი მოცხარი — უნდა ავიღოთ მათი თანაბარი რაოდენობის ნაყოფი,
20 გრამ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გემოვნებით დავუმატოთ შაქარი. ძალზე სასიამოვნო დასალევია. უნდა მივიღოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-
ჯერ;

გვირილის, კრაზანას, ფარსმანდუკისა და ქრისტესისხლას ნარევი უნდა ავიღოთ
ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით, 1 სუფრის კოვზს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 10 წუთს. დავლიოთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

საკვერცხეების ანთებისას შესანიშნავია გვირილის ყვავილის ნაყენით გამორეცხვა.

1,5 სადილის კოვზ მშრალ ყვავილს უნდა დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შევფუთოთ, დავდგათ 20 წუთით, გავწუროთ. გამორეცხვები უნდა ჩატარდეს ვაგინალური ოყნით. ნაყენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 გრადუსს.

Facebook კომენტარები