რისი ნიშანია ძილის დარღვევა და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა მარტივად? ხალხური მედიცინა თქვენს სამსახურში!

465

რისი ნიშანია ძილის დარღვევა და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა მარტივად? ხალხური მედიცინა თქვენს სამსახურში!

ნორმალურ ძილს შესაძლოა ზიანი მიაყენოს უამრავმა ისეთმა ფაქტორმა, როგორებიცაა: სამსახურისაგან მიღებული სტრესი, ოჯახური პასუხისმგებლობები, მოულოდნელი ცვლილებები ან ავადმყოფობა. გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ პირობებში ძილის ხარისხი იყოს საკმაოდ დაბალი.

მართალია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ისეთი ფაქტორები, რომლებიც იწვევს ძილის დარღვევას, თუმცა შესაძლებელია, გამოიმუშავოთ ჩვევები, რომლებიც დაგეხმარებათ მშვიდი ძილის მოპოვებაში.

ძილის განრიგი

უარი თქვით 8 საათზე მეტ ძილზე. ჯანმრთელი მოწიფული ადამიანისათვის რეკომენდებულია 7-8 საათი ძილი. უმრავლესობას არ ჭირდება საათზე მეტი ძილი, რათა აღიდგინოს ძალები. დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს ყოველ დღეს.

ეცადეთ, სამუშაო დღეებსა და დასვენების დღეებს შორის იყოს ძილის რეჟიმის არა უმეტეს ერთსაათიანი სხვაობა. ასეთი ცხოვრების რიტმი არეგულირებს ორგანიზმის ძილ-ღვიძილის ბუნებრივ რიტმს.

თუ ვერ იძინებთ დაწოლიდან 20 წუთის განმავლობაში, დატოვეთ საძინებელი ოთახი და დაკავდით რაიმე დამამშვიდებელი არაა წაიკითხეთ წიგნი ან მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.

როდესაც იგრძნობთ დაღლილობას, დაუბრუნდით ლოგინს საჭიროებისა
გაიმეორეთ იგივე.

შეიქმენით მყუდრო, დამამშვიდებელი გარემო ოთახი მოაწყვეთ ისე, რომ იყოს იდეალური ძილისთვის. უმჯობესია თუ ოთანს გააგრილებთ, ნმაურს შეზღუდავთ და ჩააბნელებთ.

რაიმე სახის ნათება ჩაძინებას ხდის უფრო მეტად რთულს. ძილის წინ ერიდეთ ხანგრძლივი დროით ეკრანის გამოსხივება.

გამოყენოთ სინათლისაგან დამცავი ჟალუზები ან ფარდები, ყურის საცობები, კონდიციონერი და სხვა საშუალებები. შექმენით გარემო, რომელიც მოერგება თქვენს საჭიროებებს.

ამ ყველაფრის ფონზე მოამზადეთ ეს გასაოცარი რეცეპტი და შედეგი გაგაოცებთ.

მომზადების წესი:

აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი, 2-2 ჩაის კოვზი ვარდის ფურცელი, ევკალიპ-
ტის ფოთოლი და ღვინის ღერო, 3 ჩაის კოვზი სალბი (ბალახი). დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი.

დააყენეთ თერმოსში 6 საათს, შემდეგ გადაწურეთ, გაფილტრეთ, ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში და მოაპკურეთ საწოლ ოთახში. არომატი უფრო მეტად ეფექტურია საღამოს გასეირნების, მომდუნებელი თვითმასაჟის შემდეგ.

Facebook კომენტარები