კამის სოუსის უმარტივესი რეცეპტი- ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

9061

კამა, ეს ისეთი მცენარეა, რომელიც განსაკუთრებული არომატული თვისებების დამსახურებით ყველა კერძში შეგვიძლია გამოვიყენოთ. გთავაზობთ უგემრიელესი კამის სოუსის მომზადბეის მეთოდს, სულ რაღაც 10 წუთი და არომატული მწვანილის სოუსი მზადაა!

ინგრედიენტები

– კამა 2 კონა
– 1 ც ლიმონი
– 0,5 ჩ/კ ლიმონის ცედრა
– 100 გ მზესუმზირის ზეთი
– 1 კბილი ნიორი
– მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. დაწერით კამა წვრილად და მოაყარეთ მარილი.
2. გახეხეთ ლიმონის ცედრა და დაუმატეთ კამას. გამოწურეთ ლიმონიდან წვენი და ისიც დაუმატეთ სოუსის ინგრედიენებს.
3. გაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ კამას.
4. მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ ერთგავროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მაცივარში.

Facebook კომენტარები