ეფექტური გზები სხვადასხვა ხველისგან თავის დასაღწევად : აუცილბლად მოსამზადებელი რეცეპტები ! 

321

ეფექტური გზები სხვადასხვა ხველისგან თავის დასაღწევად : აუცილბლად მოსამზადებელი რეცეპტები ! 

ხველის მიზეზი, ყველაზე ხშირად, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი და სხვა მიკროორგანიზმებია.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა:

  1. ვირუსები : გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა;
  2. ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ლეგიონელა და სხვა;
  3. მიკროპლაზმები;
  4. ალერგია: მტვერი, ცხოველების ბეწვი, ოთახის მცენარეები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების აორთქლება (წებო, საღებავი, სარეცხი საშუალება და სხვა.);
  5. თამბაქოზე დამოკიდებულება, მათ შორის პასიური მწეველობა;
  6. საკვების ნარჩენები (როდესაც საკვების პატარა ნაწილები რჩება, და აღიზიანებს ყელს);
  7. ცივი სასმელები;
  8. ზედმეტად ცივი ან ზედმეტად ცხელი ჰაერის შესუნთქვა.

რეცეპტები, რომლებიც ძალიან ეფქტურია ხველის დროს:

ბოლოკი დავჭრათ პატარა კუბიკებად, მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ქვაბში და მოვაყაროთ შაქარი. გამოაცხვეთ ღუმელში 2 საათის განმავლობაში. მიღებული მასა გაწურეთ, გადაიტანეთ წვენი მინის ჭურჭელში. მიიღეთ 2 ჩ.კ. 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ და ღამით ძილის წინ.

დავჭრათ შავი ბოლოკი, დავასხათ ცოტა თაფლი. რამდენიმე საათის შემდეგ ბოლოკი წვენს გამოყოფს. მიღებული წვენი დალიეთ დღეში 3-ჯერ:

  • მოზრდილები - 2 ს.კ.
  • ბავშვები 4-14 წლის - 1 ს.კ.

ღამით დალიეთ 200 მლ თბილი რძე, გახსნით მასში 1 ს.კ.  თაფლი.

Მოხარშული ან ღუმელში  გამომცხვარი მსხალი შესანიშნავი საშუალებაა ძლიერი ხველების დროს. ხმელი მსხლის ნახარში კლავს წყურვილს მაღალ ტემპერატურაზე. 1 ჭიქა დაჭრილ მსხალს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 20 წუთი. გააჩერეთ, 4 საათის განმავლობაში.  დალიეთ 100 მლ 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად მიირთვით თხილის წვენი თაფლით ან ჩიყვის სიროფით, 1 ს.კ. დღის განმავლობაში რამდენჯერმე. ამავდროულად, ჩაის ნაცვლად დალიეთ  გამხმარი მარწყვის ნახარში.

Გამოიყენეთ კომპრესები ძველი ხველის სამკურნალოდ. შეურიეთ 1 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. მშრალი მდოგვი, 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 1 ს.კ.  თაფლი და 1 ს.კ. არაყი. გააცხელეთ ნარევი წყლის აბაზანაზე, მუდმივად აურიეთ. მიღებული მასა წაუსვით მარლის სახვევზე და დაიდეთ მკერდზე.

ზემოდან დააფარეთ პოლიეთილენი, შემოიხვიეთ თბილი შარფით. გააჩერეთ სანამ კომპრესი არ გაგრილდება.

გახეხეთ 2 მწიფე ბანანი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი. დალიეთ თბილი.

შეურიეთ 100 მლ ახალი ბოლოკის,  სტაფილოს წვენი, დაუმატეთ 100 მლ რძე და  1 ს.კ თაფლი. დალიეთ 1 ს.კ. 6-ჯერ დღეში.

frenis kompensacia
frenis kompensacia