აი როგორ კეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ტორტი პარსლა!

720

ტორტს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, გაგაოცებთ თავისი სიმარტივით და არაჩვეულებრივი გემოთი. Pārsla ლათინურად ითარგმნება, როგორც ფიფქი. ეს სიმართლესაც შეესაბამება: დესერტის ყოველი ნაჭერი პირში ისე დნება, როგორც ფიფქი – მიწაზე.

ბისკვიტის ინგრედიენტები

• 120 გრამი ფქვილი
• 4 კვერცხი
• 120 გრამი შაქარი
• 1/4 ჩ/კ ვანილი
• 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
• ცოტაოდენი მარილი
• კაკაოს ფხვნილი

ინგრედიენტები კრემისთვის

• 200 გრამი ხაჭო 9–15%-იანი ცხიმიანობით
• 100–120 გრამი შაქარი
• 250 მლ კრემი 33%-იანი ცხიმიანობით
• 1/4 ჩ/კ ვანილი

მომზადება

1. ღრმა ჯამში გატეხეთ კვერცხი და მორევის დროს შაქარი ჩაუმატეთ.

2. ცალკე ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი შეურიეთ. საშუალო ზომის პორციებით ეს მასა კვერცხის მასას დაუმატეთ. ცომი საშუალო სისქის უნდა გამოვიდეს.

3. საცხობ ფორმაზე (დაახლოებით20 х 30 სმ) პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და ცხიმი გადაუსვით. ცომისგან ფორმა მოზილეთ და სიბრტყეზე გააბრტყელეთ. ბისკვიტი 10 წუთის განმავლობაში აცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.

4. კრემის მოსამზადებლად შეურიეთ ხაჭოს შაქარი და ვანილი. დააბლენდერეთ.

5. გაცივებული კრემი მიქსერის მეშვეობით გაასქელეთ, შემდეგ კი ხაჭოს მასას შეურიეთ.

ტორტი ორ ნაჭრად გაჭერით. ქვედა ნაწილზე კრემის 2/3 წაუსვით, დააფარეთ მეორე ნაწილი. კრემის დარჩენილი ნაწილი კი ტორტს ზემოდან გადაუსვით. მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და მაცივარში მინიმუმ 2 საათით გააცივეთ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ვიდეოს უყურეთ!

Facebook კომენტარები