ბოსტნეულის კერძი, რომელიც ხორცზე გემრიელია-გაეცანით ყაბაყის საუკეთესო რეცეპტს

988
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ყაბაყი საკმაოდ სასარგებლო ბოსტნეულია და მისგან უამრავი ვიტამინის მიღების გარდა უგემრიელესი და არომატული კერძების მომზადება შეგიძლათ. გთავაზობთ რეცეპტს, ყურადღებით გაეცანით და გაითვალისწინეთ, ამგვარად მომზადებული ყაბაყი მართლაც საუცხოოა!

შემწვარი ყაბაყი

ინგრედიენტები:

– 1 საშუალო ზომის ყაბაყი
– 3 კბილი ნიორი
– 1 კონა ოხრახუში
– ½ ჭ კაკალი
– მცენარეული ზეთი
– მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. გარეცხეთ ყაბაყი და გაასუფთავეთ კანისგან. დაჭერით ფოტოზე მითითებული ფორმით, არც ისე წვრილად.

2. გააცხელეთ დიდი ტაფა და დაასხით ზეთი, დაალაგეთ ყაბაყის ისე, რომ ერთ ფენად დალაგდეს ყველა ნაჭერი. შეწვით ოქროსფერი ფერის მიღებამდე.

3. გაჭყლიტეთ ნიორი, დაჭერით მწვანილი, დააქუცმაცეთ კაკალიც. აურიეთ ეს ინგრედიენტები და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. დაუმატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი.

4. დაუმატეთ მომზადებული ნარევი ყაბაყს და კარგად აურიეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia