თქვენი საწოლი სავსეა ტკიპებით: ყველაფერი მათ შესახებ ! – რისი ეშინიათ და როგორ მოვიშოროთ ?!

3193

თქვენი საწოლი სავსეა ტკიპებით: ყველაფერი მათ შესახებ ! – რისი ეშინიათ და როგორ მოვიშოროთ ?!

იმის შეფასება, თუ რამდენი მტვრის ტკიპა სახლობს საშუალოდ თქვენს ლეიბზე ძნელია. საშუალოდ 10 000 დან მილიონამდე. სუფთა ლეიბზეც კი საკმაო რაოდენობით არიან ეს მიკროსკოპულად მცირე არსებები.

სამწუხაროდ, შეუძლებელია ლეიბები მთლიანად გაწმინდოთ მტვრის ტკიპებისგან. თუმცა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ზომებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მათი მტვრის ტკიპების არსებობა თქვენს საწოლში და მოაშროთ თქვენი სხეულიდან.

თუ არ გაქვთ ანტი-ალერგიული ლეიბი, მაშინ უფრო იაფი გზაა იქონიოთ ანტი-ალერგიული ლეიბის ჩასადები შალითები. ლეიბის დამცავი ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს თქვენსა და თქვენს ლეიბზე არსებულ მტვრის ტკიპებს შორის.

Გაღვიძებისთანავე აალაგებთ საწოლს?თუ ასეა, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ აჩერებთ მილიონობით მტვრის ტკიპას ქვეშაგებელის ქვეშ, რომლებიც იკვებებიან თქვენი კანის მკვდარი უჯრედებითა და ოფლით. ამაბ შეიძლება გამოიწვიოს ასთმა და ალერგიული პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ,  თქვენი საწოლი იყოს მოწესრიგებული, ბევრად უფრო სასარგებლოა, რომ თქვენი საწოლი გარკვეული დროით ღია და მოუწესრიგებელი იყოს, რათა გამოშრეს და გაანადგუროს ისინი.

ღამით ლიტრამდე სითხე გამოდის ოფლით, რაც იდეალური გარემოა ამ ტკიპებისთვის.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ დაახლოებით 1,5 მილიონი მტვრის ტკიპა ცხოვრობს საწოლში და იკვებება ჩვენი კანის ძველი უჯრედებით და მათი გამოყოფა პოტენციურად იწვევს მტვრის ალერგიას და ასთმის გამწვავებას.

Მეორეს მხრივ, დასუფთავების ლაბორატორიის დირექტორის კაროლინ ფორტეს თქმით, საწოლი სავსეა მტვრის ტკიპებით, მაგრამ ის ამბობს, რომ ეს შეიძლება ძალიან სასარგებლოც იყოს.

ის ამბობს, რომ უფრო გონივრული იქნება საუზმე მიირთვათ და შემდეგ მოაწესრიგოთ საწოლი ისე, რომ საკმარისი დრო გქონდეთ თეთრეულის გასაშრობად. უფრო მეტიც, ის გვთავაზობს თეთრეულის და ბალიშის ჩიხოლების რეცხვას ყოველ კვირას.

გარდა ამისა, დოქტორი სტივენ პრეტლვუ კინგსტონის უნივერსიტეტიდან ამბობს:

„ჩვენ ვიცით, რომ ტკიპებს შეუძლიათ გადარჩნენ მხოლოდ ატმოსფეროდან წყალზე, სხეულის გარე ზედაპირზე არსებული პატარა ჯირკვლების გამოყენებით. საწოლის გაშრობა დღის განმავლობაში ხელს შეუწყობს ტენიანობის მოცილებას თეთრეულისა და ლეიბიდან, რათა ტკიპა გაუწყლოდეს და საბოლოოდ მოკვდეს“.

ამდენად, ძალიან სასარგებლოა, თუ საწოლს გარკვეული დროით ან თუნდაც მთელი დღის განმავლობაში დატოვებთ, რადგან სუფთა ჰაერი და მზის სხივები გაანადგურებს მტვრის ტკიპებს და დაგიცავთ ჯანმრთელობის პრობლემებისგან, როგორიცაა ალერგია და ასთმა.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ დაახლოებით რვა საათს ატარებთ ბალიშზე თქვენი ბალიში უნდა იყოს რბილი, კომფორტული და ალერგენებისგან თავისუფალი. ტრადიციული ბუმბულის ბალიშები კი ნამდვილად არ შეეფერება ჩვენს ამოცანას.  ბუმბული საუკეთესო საბინადრო გარემოა მტვრის ტკიპებისთვის. იგივე ითქმის ბუმბულის საბნებზე. სცადეთ გამოიყენოთ ჰიპოალერგიული ბალიშები და საბნები ბუმბულიანის ნაცვლად. ისინი ნაკლებად კომფორტულ საბინადრო გარემოს ქმნიან მტვრის ტკიპებისთვის.

Facebook კომენტარები