თავს 5 წლით ახალგაზრდად ვგრძნობ – თვალის კრემი 3 ინგრედიენტით: აცილებს ნაოჭებს უმოკლეს დროში!

16387

თავს 5 წლით ახალგაზრდად ვგრძნობ – თვალის კრემი 3 ინგრედიენტით:  აცილებს ნაოჭებს უმოკლეს დროში!

ყველაზე ადვილად მიმიკური ნაოჭი თვალებთან ჩნდება. თვალის მოძრაობას ემატება გადაღლილობა და შეშუპება. რა მოვიმოქმედოთ, რომ კანი ისევ ელასტიკური გახდეს, ხოლო იერი – ახალგაზრდული?

რა აჩენს ნაოჭებს:
  • მოწევა და ალკოჰოლი
  • აკნე
  • მზეზე დიდხანს ყოფნა
  • ტრავმა და ოპერაცია სახეზე
  • მავნე ჩვევა – თვალების მოჭუტვა
  • სტრესი და უძილობა
  • ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების ნაკლებობა

სამწუხაროდ მიმიკური კუნთები წლების განმავლობაში კანზე მიმიკური ნაოჭების სახით არასასურველ კვალს ტოვებს.

1. ყოველთვის დაიცავით თვალები! მოარიდეთ სახე და განსაკუთრებით თვალების არე პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას.

2. გაიკეთეთ მასაჟი! თუნდაც იყოს 30 წამიანი, კრემის წასმის დროს, მაგრამ რეგულარული და სწორი.

3. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიმიკას! ეცადეთ არ გაბრაზდეთ “სახით”, არ ილაპარაკოთ “შუბლით”, არ მოჭუტოთ თვალები.

4. ბევრი წყალი და სწორი კვება – ჯანმრთელობის და სილამაზის საფუძველია! ეს კანონია!

5. ყოველდღიურად თვალების გარშემო სპეციალური კრემის გამოყენება სავალდებულოა 20 წლის ასაკიდან. კრემი უნდა შეარჩიოთ ინდივიდუალურად თქვენი მოთხოვნილებების მიხედვით.

არსებობს რამდენიმე მაღალი ხარისხის სილამაზის პროდუქტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა კანს კვებასა და ინტენსიურად დატენიანებაში, ამავდროულად თავიდან აიცილებს ნაოჭების გაჩენას.

 

ეს თვალის კრემი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ძალიან ეფექტურია, უფრო იაფია ვიდრე მაღაზიაში ყიდულობთ და რაც მთავარია, ეფექტურად აშორებს თქვენს ნაოჭებს!

თვალის კრემი

ყველა ინგრედიენტი ჰიპოალერგიულია, მაგრამ მის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ალერგიული რეაქციები!

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 2 ამპულა ვიტამინი E
  • 2 წვეთი პიტნის ეთერზეთი

მომზადება და გამოყენება:

პირველ რიგში, ჩაასხით ქოქოსის ზეთი თასში, დაუნატეთ E ვიტამინი  და  პიტნის ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ. შემდეგ გადაიტანეთ კრემი შესაფერის ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში. წაისვით ეს კრემი ძილის წინ თვალის ირგვლივ მასაჟით და გაიჩერეთ 2 საათი. ზედმეტი მოიშორეთ ქსოვილით.

ეს კრემი მშვენიერი ელექსირია ქუთუთოების ნაზი კანისთვის მისაღებად. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მაკიაჟის მოსაშორებლად,  ასევე  გამწმენდად, გარდა ამისა, აშორებს ნაოჭებს სწრაფად და ეფექტურად!

Facebook კომენტარები