ამ გოგოს თმა ძალიან სწრაფად იზრდება ერთი გასაოცარი  ინგრედიენტით, სცადეთ მისი საიდუმლო ფორმულა!!!

3749

ამ გოგოს თმა ძალიან სწრაფად იზრდება ერთი გასაოცარი  ინგრედიენტით, სცადეთ მისი საიდუმლო ფორმულა!!!

თმების ზრდა გამუდმებით მიმდინარეობს. ერთი თვის განმავლობაში თმა საშუალოდ 1-1,5 სმ-ით იზრდება.

ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია: კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე (ამ სისტემების დაავადებები აუარესებს თმის მდგომარეობას, თმა ცუდად იზრდება, ხდება მტვრევადი, უსიცოცხლო ან პირიქით, ცხიმიანი და ძლიერდება თმის ცვენა), თმის დაყოფილი ბოლოები, ჰიპოვიტამინოზი, (თმისთვის აუცილებელი

მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა;

Გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ  ხახვის წვენი. წაისვით ეს წვენი თავის კანზე, მსუბუქად შეიზილეთ თითებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ წაისვით წვენი თმის მთელ სიგრძეზე, ფესვებიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად დაიბანეთ თმა.

ხახვს აქვს ძალიან ძლიერი სუნი, ამიტომ დაიბანეთ თმა კარგად და ნაზად. დაიდეთ შამპუნი თმაზე 5-6 წუთის განმავლობაში ისე, რომ თმიდან მთელი ხახვი ჩამოიბანოთ.

გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში სამჯერ და მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

 

თმის ზრდის ხელშესაწყობად ჩვენთვის ცნობილი მეთოდებიდან ასეთი რჩევების შეთავაზება შეგვიძლია: თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალას მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.

ასევე, თმის ზრდის დასაჩქარებლად კვირაში 2-ჯერ ცხელ ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი დიმექსიდის ნარევის ნიღაბს იკეთებენ (გარეგანი ხმარების საშუალება), 30-45 წუთის შემდეგ თავს იბანენ, შეიძლება დაბანის შემდეგ ძმარნარევი წყალიც გადაივლოთ.

არსებობს ასეთი ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი, გახსენით 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში, დაამატთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 1 კვერცხის გული, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით, შეიფუთეთ თმები და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ ჩვეულებრივ შამპუნით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

თმის ძირებს შესანიშნავად ამაგრებს ნატურალური ნიღბები, რომლებიც შინაც შეგიძლიათ დაამზადოთ. ასეთია, მაგალითად:

ბანანისა და თაფლის ნიღაბი. ის განსაკუთრებით მარგებელია დაზიანებული და დამწვარი თმისთვის. თაფლი ღერებს ბზინვარებას მატებს, ბანანი ატენიანებს, ხოლო ხორბლის მარცვლები, რომლებიც A და E ვიტამინებით არის მდიდარი, თმას ვიტამინებით კვებავს.

დაჭყლიტეთ 1 ბანანი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი დაღერღილი ხორბალი და 50 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით სუფთა, ტენიან თმაზე და 20 წუთს გაიჩერეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia