ამის წყალობით გაიუმჯობესებთ მხედველობას : შესანიშნავი სამკურნალო საშუალების რეცეპტი და გამოყენების წესი !
კომპიუტერები, პლანშეტები და სხვა მოწყობილობები მეტისმეტად ძაბავს მხედველობას. ფაქტი ერთია: ჩვენი მუშაობა თუ დასვენება მონიტორთან ხდება, გვინდა თუ არ გვინდა, ეკრანს ვართ მიჩერებულნი, თანაც დაჟინებით, უწყვეტად, მაშინ როცა ჩვენი თვალები დისტანციის მუდმივად ცვლილებისთვისაა შექმნილი.
ბუნებამ თვალების ჯანმრთელობისათვის გაითვალისწინა აუცილებელი პირობა - მხედველობის ფოკუსის ცვლილება ახლო და შორ მანძილზე. სამწუხაროდ, ბუნებასა და ფიზიოლოგიასთან წინააღმდეგობა, ჭიდილი, ადამიანს ძვირად უჯდება, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად მხედველობის პრობლემებიც ექმნება.
ადამიანის თვალები ვერ უძლებს დიდ დატვირთვას - ახლო დისტანციაზე ეკრანის მუდმივად ცქერას. ადრე შორს მზერას გაცილებით დიდ დროს უთმობდნენ, უკიდეგანო ველ-მინდვრების ცქერა, ჩამავალი მზისა თუ, საზოგადოდ, ცის საოცარ ფერთა გამით ტკბობა სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანებს, დღეს ყოველივე ეს შეიცვალა!
სამწუხაროდ, უმრავლესობას ცხვირწინ არსებული ეკრანი უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომაცაა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი აწყდება მხედველობის პრობლემებს - ახლომხედველობას, შორსმხედველობას, სიელმეს, ასტიგმატიზმს, გლაუკომას, კატარაქტას.
უბრალოდ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას, რათა მოამზადოთ თქვენი გადამრჩნელი წამალი სახლში.
საჭირო ინგრედიენტები:
- ნიორი - 3 კბილი
- თაფლი - 10 სუფრის კოვზი
- სელის ზეთი - 200 გ
- ლიმონი - 4 ცალი
მომზადების წესი:
აიღეთ 3 კბილი ნიორი და გააცალეთ კანი. დაჭერით ისინი პატარა ნაჭრებად. ასევე გაასუფთავეთ 4 ლიმონი და დაჭერით ნაჭრებად. ნიორი და ლიმონის ნაჭრები მოათავსეთ შუშის ქილაში. დაუმატეთ 10 ს.კ. თაფლი და 200 გრ სელის ზეთი. ნარევი ხის კოვზით აურიეთ და შედგით მაცივარში.
მიღების წესი:
მიიღეთ 1 ს.კ. ამ ნარევიდან ყოველი ჭამის წინ. გაიმეორეთ ეს 3-ჯერ დღეში მხედველობის გასაუმჯობესებლად.
ნივრის და თაფლის კომბინაცია მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს არის ძალიან სასარგებლო კომბინაცია თქვენი ორგანიზმის ინფექციებისგან დასაცავად.
ორივე ინგრედიენტს აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები, რაც დაგეხმარებათ იყოთ ჯანმრთელი.
ამ საშუალების რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს თქვენი კანის სტრუქტურას და ხელს უწყობს თმის ზრდას. ის ინარჩუნებს კარგი სისხლის ნაკადს ორგანიზმში და სწორ მიმოქცევას.