ბრონქიტის მკურნალობა სწრაფად მოქმედი რეცეპტებით: მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება !

649

ბრონქიტის მკურნალობა სწრაფად მოქმედი რეცეპტებით: მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება !

ჩირქოვანი ბრონქიტის დროს:

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვას ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

ქრონიკული ბრონქიტის დროს:

  • 5გ ან 1 ს/კ ვირისტერფას ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ თბილი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • 6გ ან 2 ს/კ ტუხტის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2-3 საათს დააყენეთ,
    მიიღეთ ცხელი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
  • ტუხტის ფესვის ცივი ნაყენი ასე მზადდება: 5-6 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 100
    მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 1 საათის განმავლობაში დააყენოთ და მიიღოთ 1 სადილის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.
  • ტუხტის ფესვის ცხელი ნაყენი; 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ ოთახის
    ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, ადუღეთ 6-7 წუთს, გააცივეთ.
    მიიღეთ თბილი,2 სადილის კოვზი დღეში 2-4-ჯერ.
  • ნახევარლიტრიან ქილაში მოათავსეთ ალოეს ოთხი დიდი ფოთოლი და დააყენეთ
    ოთხი დღის განმავლობაში, შემდეგ დანაყეთ და მიიღეთ დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ქრონიკული მშრალი ბრონქიტის დროს:

აურიეთ ერთმანეთში მაყვლის ფოთოლი და გულყვითელას ყვავილი თანაფარდობით
2:1. 4 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთს დააყენეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ.

გახანგრძლივებული ბრონქიტისას:

ერთმანეთში აურიეთ ალოეს ფოთოლი, ღორის ქონი და თაფლი თანაფარდობით 1:2:2, გემოვნებისამებრ დაამატეთ ნიგოზი ან ვანილი და 5 საათით შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. მიიღეთ რძით, თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. აურიეთ ერთმანეთში ხახვის წვენი და თაფლი (თანაფარდობით 1:1), მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ.

ბავშვებისთვის:

ღორის ქონში შეწვით 2 კვერცხი და მოაყარეთ მარილი. როდესაც გაცივდება, ბავშვს მკერდზე დაადეთ და მთელი ღამით დაუტოვეთ.

აიღეთ 500გხახვი, წვრილად დაკეპეთ, დაამატეთ 400 გ შაქარი და 50გთაფლი, კარგად აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ, ხარშეთ 3 საათს. გააცივეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 4-6-ჯერ. მკურნალობის კურსი 30-40 დღეა. შეგიძლიათ, კურსი ერთი თვის შემდეგ გაიმეოროთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia