სწრაფი და ბუნებრივი  მეთოდები სლოკინის წინააღმდეგ – დროა მათ შესახებ ყველამ გაიგოს!

285
სწრაფი და ბუნებრივი  მეთოდები სლოკინის წინააღმდეგ - დროა მათ შესახებ ყველამ გაიგოს!
რა იწვევს სლოკინს?

სლოკინი არის რეფლექსური ქმედება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ მას. ის გავრცელებული მდგომარეობაა და ადამიანთა უეტესობას ემართება ცხოვრების განმავლობაში.

სლოკინი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბავშვების ჩათვლით და ჩვეულებრივ მას რაიმე გარკვეული გამომწვევი მიზეზი არ აქვს, თუმცა სლოკინის მოკლევადიანი ეპიზოდები კავშირშია:

  • ალკოჰოლის მოხმარებასთან
  • თამბაქოს მოწევასთან
  • მუცლის შებერილობასთან
  • ძალაინ სწრაფად კვებასთან, ან ძლაიან ცხარე საკვების მიღებასთან
  • ცხელი, ან გაზიანი სასმელის დალევასთან
  • ემოციებთან, როგორიცაა სტრესი, შიში ან აღფრთოვანება

იშვიათ შემთხვევაში, სლოკინი შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნით. თუ სლოკინი გაგრძელდა 48 საათზე მეტ ხანს, ეს ცნობილია, როგორც მუდმივი ან გაჭიანურებული სლოკინი და სლოკინი, რომელიც გრძელდება თვეზე მეტ ხანს, ცნობილია როგორც უკურნებელი სლოკინი.

ასეთი ტიპის გრძელვადიანი სლოკინი დაკავშირებულია სხვადასხვა არსებულ სამედიცინო მდგომარეობებთან და ზოგიერთ წამლებთანაც.

ბებიაჩემი წლების განმავლობაში საკუთარი მეთოდებით, მხოლოდ ბალახეული საშუალებებით მკურნალობდა ახლობლებს. მინდა, შემოგთავაზოთ მისი რამდენიმე რჩევა, რომლებიც სლოკინის დროს გამოგადგებათ:

სლოკინს ადვილად შეიჩერებთ, თუ წყალს ჭიქის საპირისპირო მხრიდან მოსვამთ. ნიკაპი ჭიქაში ღრმად ჩაყავით, ოდნავ დაიხარეთ და კისერი რაც შეიძლება წინ წასწიეთ.

დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცივი წყალი — ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.
2 წვეთი თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენი გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.

ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და წაისვით ენის მესამედზე. ცხადია, არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ. შემდეგ პირი თბილი წყლით გამოირეცხეთ. მეთოდი არ გამოიყენოთ ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.

აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი,  კიდევ წამოადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia