კლინიკური კვლევები ადასტურებს, რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ დროულად არ დაიწყებთ მის გაწმენდას!

237

კლინიკური კვლევები ადასტურებს, რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ დროულად არ დაიწყებთ მის გაწმენდას!

ლიმონი კარგია ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად. ეს მარტივი
მეთოდი არც მკაცრ დიეტას მოითხოვს და არც ცხოვრების წესის შეცვლას, უბრალოდ,
ორგანიზმის გაწმენდისას მენიუდან უნდა გამოირიცხოს შემდეგი სურსათი: ხორცი, კვერცხი, სოკო, ჩაი, ყავა, კაკაო, სპირტიანი სასმელები.

გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი. ამასთანავე, სასურველია, ლიმონი თხელკანიანი იყოს. პროცედურა ასეთია: აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჩაჭერით მასში 1 ცალი ლიმონი, გააჩერეთ 2 საათს. ეს ნაყენი (ლიმონიც და წვენიც) დილით, უზმოზე მიირთვით.

თუ კუჭ-ნაწლავი არ გიმტყუნებთ, შეგიძლიათ, დღეში 2-3 ულუფაც მიიღოთ. ლიმონიანმა წყალმა კბილები რომ არ დაგიზიანოთ, მისი დალევის შემდეგ პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი — 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე. კურსი 10 დღეა.

მკურნალობის შედეგი ასეთია: ლიმონის წვენი ათხელებს და ორგანიზმიდან გამოაძევებს ლორწოს, რომელიც მრავალ დაავადებას: ბრონქიტს, გრიპს, თივის ცხელებას, ფილტვის ანთებას იწვევს.

გარდა ამისა, კურნავს რევმატიზმს, სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები, აძლიერებს იმუნიტეტს, ამკვრივებს და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

რაც შეეხება ორგანიზმის ბრინჯით გაწმენდას, ამ მეთოდს აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდან იყენებენ. ძილის წინ 2 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯი (მუქი ფერის გაუფცქვნელი). 1 ჩაის ჭიქა წყალში უნდა დაალბოთ, მეორე დღეს წყალი გადაღვაროთ, ახალი დაასხათ, შედგათ დაბალ ცეცხლზე და მოხარშოთ.

უნდა მიირთვათ უცხიმოდ და უმარილოდ. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ორი კვირა უნდა შეისვენით, შემდეგ კი კურსი გაიმეოროთ. ასეთი კურსის ჩატარება რეკომენდებულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მკურნალობის შედეგი ასეთია: იწმინდება შარდ-სასქესო სისტემა, სახსრებიდან გამოდის დანალექი მარილები, ორგანიზმიდან იდევნება ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერეცვლა, რეგულირდება წონა, ცხრება შეშუპება, უმჯობესდება თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობა.

ვაშლის საშუალებით

ყოველდღე 1 თვის განმავლობაში გავხეხოთ და შევჭამოთ უზმოზე 2-3 ვაშლი. მეორე თვეს იგივე გავიმეოროთ დღეგამოშვებით. ყველა შემთხვევაში საკვები უნდა მივირთვათ ვაშლის მიღებიდან 3 საათის გავლის შემდეგ.

გაწმენდა ასკილით

ასკილის გამშრალ ნაყოფს კარგად დავფქვავთ, შემდეგ დავაორთქლებთ და ვღებულობთ ღამით, ვახშმიდან 2-3 საათის შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით. წმენდის ხანგრძლივობაა ერთი თვე.

Facebook კომენტარები