დაემშვიდობეთ თვალის ირგვლივ სიშავეებს – ამაში კურკუმას ნიღაბი დაგეხმარებათ

6006
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

თვალის ირგვლივ არსებული სიშავეები და ჩამოწელილი კანი ყველა ქალის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის სახეს დაღლილ და არაჯანსაღ იერს აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ თვალის ირგვლივ სიშავეებთან ბრძოლა საკმაოდ რთულია და სასურველი შედეგის მიღწვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

თუმცა, არსებობს პროდუქტი, რომელიც ამ პრობლემას ყველაზე ეფექტურად და მარტივად უმკლავდება - ეს კურკუმაა, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. კურკუმა ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც საუკეთესო საშულებაა ნაოჭებისა და სიშავეების პრევენციისთვის. ასევე, კანს მატებს ელასტიურობას და ბრწყინვალებას.

 

თვალის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი კურკუმა

1 ჩაის კოვზი არაჟანი ( შეგიძლიათ შეცვალოთ რძით)

ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთს და როდესაც ფაფისებურ მასას მიიღებთ, წაისვით თვალების ქვეშ. არ მოიხვედროთ თვალში! ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და როდესაც გაშრება, თბილ წყალში დასველებული ბამბის დისკით შეგიძლიათ მოიშოროთ. თუ ოდნავ სიყვითლე დაგრჩათ, არ შეგეშინდეთ, მალე გაქრება. არ დაგავიწყდეთ თვალის საცხის წასმა.

კარგი შედეგის მისაღებად ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ და სამუდამოდ დაემშვიდობეთ თვალის კანის პრობლემებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia