ბუნებრივი შემადგენლობა, რომელიც ადვილად წმენდს მთლიან ორგანიზმს : მომდევნო 5 წლის განმავლობაში ორგანიზმი სუფთა იქნება მავნე ნივთიერებებისგან ! 

833
frenis kompensacia
frenis kompensacia

ბუნებრივი შემადგენლობა, რომელიც ადვილად წმენდს მთლიან ორგანიზმს : მომდევნო 5 წლის განმავლობაში ორგანიზმი სუფთა იქნება მავნე ნივთიერებებისგან ! 

არასწორი კვების გამო და უბრალოდ ასაკთან ერთად ორგანიზმში გროვდება რამდენიმე კილოგრამამდე მავნე ნივთიერება, ამიტომ დროდადრო რეკომენდებულია ჩავიტაროთ ორგანიზმის გასაწმენდი პროცედურები.

გაწმენდა, წესისამებრ, ხდება შემდეგი თანამიმდევრობით:

  • ნაწლავები;
  • ღვიძლი;
  • თირკმელები;
  • ორგანიზმის სითხეები.

ბუნებრივია, ყველა ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს სპეციალურ კლინიკაში, მაგრამ არსებობს ორგანიზმის შინაურ პირობებში გაწმენდის რამდენიმე მეთოდიც. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს:

ნაწლავების გაწმენდა: 60-90 წუთის განმავლობაში დალიეთ დაახლოებით 10 ჭიქა მარილიანი წყალი (უმჯობესია ზღვის მარილი, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივი სუფრისაც). თანაფარდობა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ წყალზე. ასეთი გაწმენდა სასურველია ტარდეს 1-2-დღიანი შესვენებებით 3-5-ჯერ. გაიმეორეთ კურსი წელიწადში რამდენჯერმე.

თირკმელების გაწმენდა: ამ პროცედურის ჩატარება სასურველია ზაფხულის მიწურულს. ერთი კვირის განმავლობაში თქვენი მენიუ მხოლოდ საზამთროსა და შავი პურისგან უნდა შედგებოდეს. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თირკმელებში გაქვთ ქვიშა ან კენჭები, ღამის 2-3 საათზე (ისევ თირკმელების დღეღამური ბიორიტმული მუშაობიდან გამომდინარე) მიიღეთ თბილი აბაზანა.

თუ საზამთრო არ გიყვართ, შეგიძლიათ სცადოთ მეორე მეთოდი. ამისთვის დაგჭირდებათ 20-25 გ სოჭის ზეთი ან ნებისმიერი შარდმდენი ბალახეული ნაკრები. ბალახები დააქუცმაცეთ, დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ. მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიაყოლეთ თაფლი. ამ დღეებში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა. მე-7 დღიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერმიიღეთ 50-100 მლ ნაყენი 5 წვეთი სოჭის ზეთის დამატებით.

თირკმელების გაწმენდის შედეგს საკუთარი თვალით დაინახავთ: შარდში გამოვა მეწამული ფერის ზეთოვანი კოლტები სოჭის ზეთის სუნით. ეს მოხდება რამდენიმე დღის შემდეგ და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.

სისხლისა და ლიმფის გაწმენდა: 2 ლიტრ თბილ წყალს (ამისთვის აიღეთ ადუღებული და გაყინული წყალი, შემდეგ გაადნეთ იგი) დაუმატეთ 900 მლგრეიპფრუტისა და 200-200 მლ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. დილიდანვე გახსენით 1 კოვზი ინგლისური მარილი 100 მლ თბილ გამდნარ წყალში და დალიეთ. ამის შემდეგ კარგად გათბით აბაზანაში ან აბანოში. ყოველ 0,5 საათში დალიეთ 100 მლ ნარევი, პროცედურა გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში, ყოველი დალევის წინ მოამზადეთ ახალი ნარევი თბილი წყლისა და წვენებისთვის.

სისხლძარღვების გაწმენდა: 2 სუფრის კოვზი დაფქული კატაბალახას ფესვები, 1 ჭიქაკამის და 1 ჭიქა ნატურალური თაფლის ნარევი მოათავსეთ ორლიტრიან თერმოსში, შეავსეთ ადუღებული წყლით და დააყენეთ 1 დღე. ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

ამინდი
amindi