ყველაზე ეფექტური სასწრაფო დახმარების საშუალება ჭრილობებისა და ნაკაწრების დროს !

183

ყველაზე ეფექტური სასწრაფო დახმარების საშუალება ჭრილობებისა და ნაკაწრების დროს !

ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს. თავად დაავადებას ასე თუ ისე მივეჩვიე, მის ზოგიერთ გამოვლინებასთან შეგუება კი დღემდე მიჭირს. უპირველეს ყოვლისა, შეუხორცებელ ჭრილობებსა და წყლულებს ვგულისხმობ. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც მთელ დღეს მინდორსა და ბაღ-ბოსტანში ატარებს.

თავადაც იცით, მიწაზე მუშაობისას რა ადვილად შეიძლება გაიჭრა ხელი ან ფეხი. ჩემს მეზობლებს ასეთი ჭრილობები ორიოდე დღეში უხორცდებათ, მე კი კვირაობით მაწვალებს, ზოგჯერ თვეც კი არ მყოფნის, ხოლო თუ ჭრილობა დაჩირქდა, საერთოდ ვწყდები სამუშაოს.

მეზობელმა წამალი მასწავლა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია — რატომღაც არ ვენდე, მაგრამ ხელი ისევ რომ გავიკაწრე და ნაკაწრი ისევ გამირთულდა, გამახსენდა მისი რეცეპტი, მოვძებნე და რაკი დასაკარგი არაფერი მქონდა, გადავწყვიტე, გამომეცადა. მით უმეტეს, მისი ერთადერთი ინგრედიენტი, სტაფილო, ბოსტანში თავზე საყრელად მქონდა.

წამალი, რომელიც მეზობელმა მასწავლა, სტაფილოს ზეთია. ის ასე უნდა მოამზადოთ:
გახეხეთ სტაფილო, 1 ჭიქა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი ზეთი, რომ დაფაროს და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და დატოვეთ 15 წუთს.

არ აადუღოთ! გადმოდგით და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი ორფა
დოლბანდში გადაწურეთ და ზეთიც მზად არის. ის უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ ადგილებზე და დალიოთ კიდეც 1 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ოღონდ ჩაყლაპვამდე პირის ღრუში 3-4 წუთს უნდა გაიჩეროთ.

სტაფილო შეიცავს ვიტამინებს – A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში პროვიტამინ -A-დ გარდაიქმნება. სწორედ კაროტინი უზრუნველყოფს ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

სტაფილო გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების საწინაღმდეგოდ. სტაფილო სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, წმენდს თირკმლებს. 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო საკმარისია ორგანიზმის განწმენდისთვის. ის ხელს უშლის ორგანიზმში სოკოს სპორების გამრავლებას.

სტაფილო გამოიყენება კონიუქტივიტისა და თვალის რქოვანას დავაადებების დროს. ნედლი ნაყოფი და წვენი ენიშნებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს. აგრეთვე, მათ ვინც გონებრივად და ფიზიკურად არის დატვირთული

Facebook კომენტარები