Მექსიკელმა ექიმმა მიამბო სახსრების ტკივილისა და ძვლების სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელიც ასევე აუმჯობესებს მხედველობას და  მეხსიერებას 80%-ით.

2709

Მექსიკელმა ექიმმა მიამბო სახსრების ტკივილისა და ძვლების სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელიც ასევე აუმჯობესებს მხედველობას და  მეხსიერებას 80%-ით.

1 სმ სისქის ლიმონის ნაჭრით ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვიზელდი მტკივან სახსარს, რამაც ენით აუწერელი შედეგი მომცა. გარდა ამისა, ტკივილის მოსახსნელად პერიოდულად ვიკეთებ შვრიის ფანტელების (ჰერკულესის) კომპრესს: ვყრი ქვაბში ერთ მუჭა ჰერკულესს, ვასხამ 2 ჭიქა წყალს და ვდგამ დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ (თან გამუდმებით ვურევ), შემდეგ გადმოვდგამ ცეცხლიდან და ოდნავ რომ შეგრილდება, ვიკეთებ კომპრესს. ვიტოვებ 1 საათს, თუმცა ტკივილი მალევე ცხრება.

ან:

ვურევ 100 გ სპირტში 50 გ ქაფურს, ვამატებ 50 გ მდოგვის ფხვნილს, ცალკე ვთქვეფ 2-3
კვერცხის ცილას და ვამატებ უკვე მომზადებულ მდგოვისა და სპირტის ნაზავს. ამ საშუალებით პერიოდულად ვიზელ მტკივან სახსარს და ძალიან მშველის.

2 სუფრის კოვზ გვირილას ვასხამდი 2 ლიტრ წყალს, 3 წუთს ვადუღებდი დაბალ ცეცხლზე. 50-60 გრადუსამდე რომ შეგრილდებოდა, თითს შიგნით ვყოფდი და თან ვიზელდი. პროცედურა 20 წუთს გრძელდებოდა (ნაყენს არ ვაძლევდი გაციების საშუალებას და პერიოდულად ცხელ-ცხელს ვამატებდი), შემდეგ თითს პირსახოცით ვიმშრალებდი და 5-10 წუთით ვიფუთნიდი. პროცედურას ვიტარებდი ძილის წინ. შვება პირველივე ჯერზე ვიგრძენი. დილით თითი ოდნავ ჩამცხრალი იყო და მოხრაც შემეძლო.

სამი პროცედურის შემდეგ შესივება მთლიანად ჩაცხრა, თითის მოხრა-გაშლის დროს ტკაცუნი აღარ ისმოდა, მაგრამ შედეგის გასამყარებლად მკურნალობა მაინც გავაგრძელე. სულ 15 პროცედურა ჩავიტარე, მეტი ჯერჯერობით აღარ დამჭირვებია.

აიღეთ 4 მწიკვი წაბლის, აკაციისა და იასამნის გამხმარი ყვავილი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და სამი კვირით დადგით გრილ, ბნელ ადგილას. ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივანი სახსრები და ტერფები. შვებას სამი კვირის თავზე იგრძნობთ.

აიღეთ ფიჭვის კვირტები, კანიანად დაჩეჩქვეთ, დაასხით იმდენი არაყი, რომ 5-6 სმ-ით ასცდეს და 7 დღის განმავლობაში დააყენეთ, თან დროდადრო შეაჯანჯღარეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ამ ნაყენის სმა შარშან ზამთარში დავიწყე. პარალელურად მტკივან სახსრებს ღვიის ნაყენით ვიზელდი (50 ცალ ღვიის ნაყოფს დაასხით 500 მლ სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა და გაფილტრეთ). თუ ადრე სახსრები ყოველ შემოდგომაზე მტკივდებოდა, ამ შემოდგომაზე თითქმის არ შევუწუხებივარ. არ ვიცი, ამ ორი რეცეპტიდან რომელი უფრო მეტად მომიხდა, მაგრამ ფაქტია, რომ თავს კარგად ვგრძნობ. იქნებ სწორედ ორივეს ერთდროულმა გამოყენებამ მიშველა.

frenis kompensacia
frenis kompensacia