ჰიპერტონიის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული !

421
ჰიპერტონიის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული ! 
ჰიპერტონიის ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები

1) წითელი მოცვის ფოთლები – ეს არის აუცილებელი შემადგენელი მცენარე. ფოთლები შეიცავენ კატეხინებს, კატეხინები კაპილარების კედლების უბრუნებენ ელასტიურობას და ამაგრებენ მათ. ასევე მას აქვს შარდმდენი მოქმედება. წითელის მოცვის ფოთლებს ადრიდან უნიშნავდნენ მაღალი არტერიული წნევის დროს.

2) ცაცხვის ყვავილი – გამოირჩევა ბევრი დადებითი და სამკურნალო თვისებით. თუმცა მაღალი წნევის დროს მისი გამოყენება ხდება იმის გამო, რომ აძლიერებს ოფლის გამოყოფის პროცესს. ეს კი ორგანიზმს ეხმარება განთავისუფლდეს ზედმეტი ნატრიუმისგან ანუ მარილისგან.

3) ვირის ტერფა – ჰიპერტონიის ჩაიში მოხვდა თავისი ანტიანთებითი თვისების გამო. მის დადებით ზემოქმედებას განაპირობებს მასში შემავალი ლორწოვანი ნივთიერება, ეს ნივთიერება ეკვრება სასუნთქ გზებს, ამის გამო იზრდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან.

4) ჟოლოს ფოთლებს – ორგანიზმიდან გამოჰყავს შარდმჟავა. მისი მომატებული რაოდენობა ორგანიზმში იწვევს პოდაგრას. ის ილექება სახსრებში და იწვევს მათ ნაადრევ დაშლას.

5) ასკილის ნაყოფი – საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მისი ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით. აგრეთვე ის მდიდარია მიკრო და მაკრო ელემენტებით. მისი ასეთი მდიდარი შემადგენლობა დადებითად აისახება ორგანიზმზე მთლიანობაში. ასევე აძლიერებს სისხლძარღვებს, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ატორმუზებს ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს. ასევე მას აქვს შარდმდენი მოქმედება.

6) ვალერიანის ფესვების – სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობილია უძველესი დროიდან. მისი ნაყენი დამაშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე, ასევე ის ადუნებს დაძაბულ სისხლძარღვებს. ამიტომ ამ ჩაის მიღება სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

7) სააფთიაქო გვირილას – თვისებები მართლაც რომ უნიკალურია. მისი ქიმური შემადგენლობა კი იმდენად მრავალფეროვანი და სასრგებლოა, რომ მას ავადმყოფებს უნიშნავენ არამხოლოდ ხალხურ, არამედ ტრადიციულ მედიცინაში სამკურნალოდ.

8) პიტნა – მედიცინაში გამოიყენება თავის ტკივილების, გულ–სისხლძარღვთა სისტემის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

ჩაი ჰიპერტონიისთვის არის მაღალი წნევის სამკურნალო ბალახების ნაკრები. მას აქვს მრავალფუნქციური სამკურნალო თვისება. სამკურნალო ნაკრები ამცირებს ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, რადგან ის ხსნის ყველა მის გამომწვევ ფაქტორს.

ჩაიში შემავალი აქტიური ნივთიერებები დადებითათ მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, ამიტომ მისი მიღება რეკომედირებულია სხვა დაავადებების შემთხვევაში. ჩაი ებრძვის არამხოლოდ ამ დაავადების სიმპტომებს, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს.

ცხელი ნაყენის დამზადება

4 გრამი ბალახების ფხვნილი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული (მდუღარე) წყალი და ასე გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 – 45 წუთით ადრე. ყოველგვარი შაქრისა და შაქრის შემცვლელი ნივთიერებების გარეშე. ერთ მიღებაზე დალიეთ მიღებული ნაყენის ⅓ ანუ 65 მლ.

თუ არ გაქვთ თერმოსი ამ შემთხვევაში მისი დამზადება შესაძლებელია მინის ან ემალირებულ ჭურჭელში. დაასხით ადუღებული წყალი და შეფუთეთ თბილად რათა ტემპერატურამ სწრაფად არ დაიკლოს. 45 წუთით შეფუთვა უზრუნველყოფს როგორც ბალახებიდან ასევე ფესვებიდან ნივთიერებების მაქსიმალურ გამოტანას. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე.

გაფრთხილება !
თუ დაგრჩებათ ნაყენი, მეორე დღეს არ გამოიყენოთ მისაღებად. ყოველი დღისთვის დააყენეთ ახალი ნაყენი.

frenis kompensacia
frenis kompensacia