წითელი წიწკა ჩილი  – ნახეთ  რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება იგი

758

წითელი წიწკა ჩილი  - ნახეთ  რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება იგი !

წითელი წიწკა ჩილი -   მისი სამშობლოა ინდოეთი და ცენტრალური ამერიკა. ის არის ერთწლიანი ბუჩქოვანი მცენარე. მისი სიმღლე აღწევს 60 სმ. მას აქვს ელიფსისებური ფოთლები. მისი ყვავილები არის მსხვილი, ძირითადად თეთრი ან ნაცრისფერი, იასამნისფერი ლაქებით.

მისი ნაყოფი არის ხორთუმისებრი. ნაყოფის შეფერილობა არის ჯერ მწვანე ხოლო სიმწიფეში შესვლის დროს ის მუქდება და ხდება მუქი წითელი, ან მუქი შინდისფერი, შეიძლება იყოს მუქი ნარინჯისფერიც.

წიწაკის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი წიწაკა შეიცავს 318 კილოკალორიას

ვიტამინები: ბეტა კაროტინი, A, B1, B2, B6, B9 C, E, K, PP, ხოლინი
მაკრო ელემენტები :კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი
მიკრო ელემენტები : რკინა, ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი.

უნდა აღინიშნოს ნივთიერება კაპსაცინი. სწორედ კაპსაცინი აძლევს მას მწარე გემოს. კაპსაცინი არის უნიკალური ნივთიერება რომელიც ხელს უშლის სისმსივნური უჯრედების წარმოქმნას და ზრდას.

ასევე ძირითადი სასარგებლო მოქმედება რომელიც აღწერილია ქვევით, განპირობებულია ამ ნივთიერებით. მისი ზომიერი და სისტემატიური გამოყენება დაიცავს თქვენ სისხლძარღვებს დაბერებისა და თრომბოზების წარმოქმნისგან. ასევე მოგცემთ ძალებს და სიცოცხლის ხალისს.

წითელი წიწაკის ფარმაკოლოგიური თვისებები

წითელი წიწაკა ეხმარება ორგანიზმს მძიმე საკვების მონელებაში. თუ ხორციანი კერძის მომზადების დროს, მზარეული შეანელებს მას წიწაკით ასეთი საკვები ხდება უფრო მსუბუქი, რაც მთავარია კერძის კალორიულობა თითქმის ნახევრდება. ასე, რომ ვინც უფრთხილდება თავის ფიგურას, ეს სუნელი დაეხმარება მათ, მიირთვან გემრიელი კერძები ისე, რომ არ მიიღონ ზედმეტი კალორიები.

ასევე ის კარგად მოქმედებს ნაწლავებზე და ხელს უწყობს მათ კარგ და სრულფასოვან მუშაობას. მისი გამოყენება ორგანიზმს ეხმარება გინეკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და ეხმარება საკვეცხეებს პოტენციალის რეგულაციაში.

ვინც ცდილობს დაიკლოს წონაში წითელი წიწაკა ჩილი კარგ დახმარებას გაუწევს. ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლაში რაც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას. ხელს უწყობს ქოლესტერინის კლებას სისხლში. ასევე ორგანიზმს ეხმარება საჭმლის კარგად მონელებაში, რაც ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ მუშაობას.

მისი გამოყენება კოსმეტოლოგიაშიც მიზანშეწონილია. მაგალითად ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფრჩხილების არეში, რაც ხელს უწყობს ლამაზი და ძლიერი ფრჩხილების სწრაფ ზრდას. გარდა ფრჩხილებისა ის აჩქარებს თმების ზრდასაც.

წიწაკის დადებითი ზეგავლენის მისაღებად, საკმარისია მისი გამოყენება საკვებში. დიდი დოზებით მისი მიღება არ შეიძლება.

ზეგავლენა ორგანიზმზე
  1. დადებითად მოქმედებს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.
  2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
  3. ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას სისხლძარღვებში.
  4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას.
  5. არის კარგი შარდმდენი.
  6. სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
frenis kompensacia
frenis kompensacia