გაზაფხულზე გაციების დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევების მიღებას! დროში გამოცდილი წამლები,  რომლებიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული..

238

გაზაფხულზე გაციების დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევების მიღებას! დროში გამოცდილი წამლები,  რომლებიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული..

მართალია, ვირუსებსა და ბაქტერიებთან საბრძოლველად დღეს უამრავი ფარმაკოლოგიური საშუალება არსებობს, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახში ინახება გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტი. მინდა, მეც შევიტანო მცირე წვლილი თქვენი მკითხველის ჯანმრთელობაში და ჩემ მიერ ნაცადი ხალხური რეცეპტები შემოგთავაზოთ.

გაციების დროს უსიამოვნო სიმპტომებს შეგისუსტებთ სანელებლებიანი ჩაი: თერმოსში ჩაყარეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, სალბი, პიტნა, დაფნის ფოთოლი, კატაბალახას ფესვი, 1-2 მიხაკი, მწიკვი დაფქული კოჭა, ქინძი და შავი პილპილი, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი.

ერთი საათით დააყენეთ და ჩაიც მზად არის. გაწურეთ ბადეში და სვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩაი იყოს ზომიერად ცხელი. ასეთი სასმელი ამცირებს სხეულის ტემპერატურას, აცხრობს ხველას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

სურდოს ნიშნების გაჩენისთანავე ცხვირი მარილიანი წყლით გამოირეცხეთ: გრილ
ანადუღარ წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. პირსაბანთან თავი გვერდულად დახარეთ, ზევით მოქცეულ ნესტოში ნელ-ნელა ჩაისხით მარილიანი წყალი.

ცხვირიდან წყალი თანდათანობით გადმოვა. შემდეგ თავი მეორე მხარეს მიაბრუნეთ და იგივე გააკეთეთ მეორე ნესტოთი. თუ პროცედურებს დროულად დაიწყებთ და დღეში რამდენჯერმე გაიმეორებთ, სურდო მალე გაგივლით.

ადუღებული სამკურნალო ნახარში (ევკალიპტისა, სალბისა, გვირილისა, სოდიანი ან სხვა) ჩაასხით მცირე ზომის ტაშტში (უმჯობესია, პროცედურა სააბაზანოში ჩაიტაროთ, რათა ჰაერი წინასწარ გაათბოთ ცხელი წყლის ნაკადით), შემდეგ წელამდე გაშიშვლდით, ტაშტისკენ დაიხარეთ და ხაოიანი პირსახოცი გადაიფარეთ.

ისუნთქეთ თბილი ჰაერით 10-15 წუთი. ბოლოს სწრაფად გადაივლეთ თბილი შხაპი, თბილად ჩაიცვით და საწოლში ჩაწექით. კარგი იქნება, თუ საწოლშივე მოგართმევენ თბილ, თაფლიან ბალახის ჩაის. ანდა ჩაი წინასწარ მოიმზადეთ, ჩაასხით თერმოსში და დადგით საწოლთან, რათა ინჰალაციის შემდეგ სიარული არ მოგიწიოთ. დალიეთ და დაიძინეთ. დილით თავს უკეთ იგრძნობთ.

7 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 1/2 ლ არაყი, 2 კვირა
გააჩერეთ სიბნელში და გაფილტრეთ. გამოიყენეთ გულმკერდის, ზურგისა და ფეხების დასაზელად.

თუ გაქვთ სიცხე, სურდო და თან გახველებთ, დაზელის პარალელურად სვით ოფლმდენი ნაყენი, რომელიც ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის ან თავშავასგან მზადდება. 1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი.
მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა.

კრაზანას ნაყენს ადრე ფილტვების ანთების სამკურნალოდაც იყენებდნენ და საკმაოდ ეფექტურადაც. ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ გაფუჭდება.

Facebook კომენტარები