ვისაც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს, ყველას ვურჩევ ამ ნაყენების მიღებას! ერთბაშად მოგეხსნებათ შემაწუხებელი სიმპტომები !

1223

ვისაც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს, ყველას ვურჩევ ამ ნაყენების მიღებას! ერთბაშად მოგეხსნებათ შემაწუხებელი სიმპტომები !

მოგიყვებით, როგორ მომირჩინა მრავალძარღვამ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, შევიტყვე თუ არა ამ რეცეპტის შესახებ, ბევრი აღარ მიფიქრია, მის გამოცდას შევუდექი.

ავიღე ერთი და იმავე ოდენობის მრავალძარღვა და სალბი, წვრილად დავჭერი და ერთმანეთში ავურიე. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და კიდევ. წუთს ვადუღე, შემდეგ 1 საათს დავაყენე და წამალიც მზად იყო.

როდესაც მოსალოდნელია დაავადების გამწვავება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე — ცოტა უფრო მეტს: ნახევარ ჭიქას დღეში სამჯერ.

თუ წამლის მომზადებას მხოლოდ მრავალძარღვასგან აპირებთ, უნდა მოაგროვოთ ფოთლები, გარეცხოთ ცივი წყლით, გააშროთ, დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დააწყოთ ვარცლზე და ოდნავ დაიწრიტება თუ არა, გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა უნდა გაწუროთ.

სიცხეში მოკრეფილ მრავალძარღვას უფრო სქელი წვენი აქვს, ასე რომ, თუ წვენი
სქელი და წელვადი გამოვიდა, ნუ შეშინდებით, დაასხით ერთი იმდენი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი ადუღეთ 1 წუთს. მიიღეთ დღეში 4-ჯერ, თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

აიღეთ 50 გდინდგელი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ კარაქი ცხელი წყლის აბაზანაში და წამოადუღეთ. დინდგელი დაჭერით წვრილად (შეგიძლიათ, გაყინოთ და წვრილად გახეხოთ). როგორც კი კარაქი დუღილს დაიწყებს, ჩაამატეთ დინდგელი და გადნობამდე ურიეთ (ამას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება). მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

ეს მასა გააცივეთ, გაწურეთ ორფა დოლბანდში, ჩაასხით მინის ქილაში, კარგად გააცივეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ საჩაროზე კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. როცა გაგითავდებათ, ახალი ულუფა მოამზადეთ და ასე, ვიდრე სულმთლად არ მორჩებით.

ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ხურტკმელს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 10 წუთს. ვაცივებთ და ვწურავთ. შეგვიძლია, გემოვნებისამებრ შაქარიც დავამატოთ, ვიღებთ 1/4 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.

აიღეთ ვარდკაჭაჭას ფესვი და ღერო, დააქუცმაცეთ, 2 სადილის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ და გადაწურეთ, დაამატეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ძმარი. მიიღეთ თითო ყავის ჭიქა სადილამდე 1 საათით ადრე 1 კვირის განმავლობაში.

Facebook კომენტარები