აუცილებლად წაიკითხეთ: რომელი მცენარეები გამოვიყენოთ პროთრომბინის დონის მომატებისას ! 

494

აუცილებლად წაიკითხეთ: რომელი მცენარეები გამოვიყენოთ პროთრომბინის დონის მომატებისას ! 

პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა.

პროთრომბინის მომატება თრომბოზებისა და თრომბოემბოლიური მდგომარეობის განვითარების საშიშროებას ქმნის.
ზოგადად, ინფორმაციული არა პროთრომბინის ინდექსი, არამედ INR – საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებაა.

პროთრომბინი ღვიძლში წარმოიქმნება K ვიტამინის მონაწილეობით. სისხლში პროთრომბინის ანალიზის შედეგი რამდენიმე ფორმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი – პროთრომბინის დრო, პროთრომბინის ინდექსი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება.

პროთრომბინის დრო ასახავს სისხლის პლაზმის შედედების დროს, რაც წამებში გამოიხატება. პროთრომბინის ინდექსი გამოხატავს ჯანმრთელი ადამიანის პროთრომბინის დროის შეფარდებას პაციენტის პროთრომბინის დროსთან, რაც გამოიხატება პროცენტებში.

პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურას ქერქით: აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თითოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.

სისხლის გათხევადებისათვის რეკომენდებულია:

დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეული (მაგალითად, კიტრი);

წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია შინ დაწურული) — დღეში ნახევარი ჭიქა 75%-
ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45%-ით აქვეითებს);

შტოშის ნაყენი ის ასპირინზე არანაკლებ ეფექტურად მოქმედებს სისხლის შედე-
დების ფუნქციაზე (აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყოფი, დანაყეთ, დაასხით მდუღარე წყალი, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ);

ნიახურის წვენი მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფისგას-
ქელებას;

უმი ხახვი და ნიორი;

ალუბალი (5-6 კგ სეზონზე);

პომიდორი, განსაკუთრებით — თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ
მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;

იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო — ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;

ყვითელი ძიძოს ნაყენი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) — ამცირებს სისხლის წებოვნებას, ხსნის სპაზმს და აუმჯობესებს სისხლის დინებას. მცენარეს ასხამენ მდუღარე წყალს, 20-25 წუთს აჩერებენ და დღეში 3-ჯერ 1/3-1/2 ჭიქას სვამენ.

კივი (დღეში 2-3 ნაყოფი მაინც) სასარგებლოა პროთრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

Facebook კომენტარები