ასობით წლის წინ ეს რეცეპტები ყურის ინფექციებისა და სმენა დაქვეითების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენებოდა.

1083

ასობით წლის წინ ეს რეცეპტები ყურის ინფექციებისა და სმენა დაქვეითების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენებოდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით, მსოფლიოში 278 მილიონ კაცს სმენა ორივე ყურში ზომიერად ან ძლიერ აქვს დაქვეითებული, მსუბუქად ან მხოლოდ ცალ ყურში – კიდევ უფრო მეტს. ამ ადამიანების 80% მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს და რაც მთავარია, შემთხვევათა ნახევარში სმენასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

40-50 წლიდან ასაკთან ერთად სმენის დაქვეითება მართლაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ბოლო ხანს კი აუდიოლოგიური პრობლემების უფრო და უფრო ახალგაზრდა ასაკში დაწყებას აფიქსირებენ. რა თქმა უნდა, არსებობს თანდაყოლილი სიყრუეც.

სმენანაკლულობა მემკვიდრეობითაც გადაეცემა. თუ დედა, მამა, ორივე მათგანი ან რომელიმე სისხლით ნათესავი დაბადებიდან ყრუა, სმენანაკლული ბავშვის დაბადების რისკი შედარებით მაღალია. მემკვიდრეობით გადაეცემა ასაკთან ერთად სმენის დაქვეითების ტენდენციაც.

სმენის დაკარგვა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის ყველაზე ხშირია ხმაურის ზეგავლენა, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა მცირე დროის განმავლობაში ძალიან მაღალი სიხშირის ბგერების ზემოქმედებამაც შეიძლება სმენა სამუდამოდ დააზიანოს. ყურსასმენებით ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ხშირად ხდება სმენის დაკარგვის მიზეზი. ასევე თავის ტრავმაც, განსაკუთრებით ბავშვებში. გირჩევთ გაეცნოთ რჩევებს, რომლებშიც ასახულია თუ როგორ შიეძლება სმენის გაუმჯობესება ბუნებრივი საშუალებებით.

თაფლი და დარიჩინი

შეურიეთ თაფლის და დარიჩნის თანაბარი პორციები. ეს ნაზავი ყოველ დღე 3 ს/კ მიიღეთ და შედეგიც არ დააყოვნებს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რათა სმენა უფრო გაუმჯობესდეს.

წითელი ღვინო და მწვანე ჩაი

წითელი ღვინო ისევე როგორც მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას შეიცავს, რაც ყურის შიგნით თმას იცავს. მათი ფუნქცია ძალიან მნიშვნელვანია – ესაა ბარიერი ბაქტერიებისთვის, რომელთაც სმენის დაქვეითების გამოწვევა შეუძლიათ. გირჩევთ ხშირად მიირთვათ ჩაი და არც ღვინოზე თქვათ უარი.

ნიორი

სიცილიაში ნიორი ყველა დაავადების უნივერსალურ წამლად მიიჩნევა. სმენის გასაუმჯობესებლად გირჩევთ ნივრის რამდენიმე წვეთი შეურიოთ ზეითუნის ზეთს და ნაზავი დღეში ორჯერ 3-4 წვეთი ჩაიწვეთოთ.

წითელი ხახვის და ნივრის წვენი

შეურიეთ ერთმანეთში 30 გრ. წითელი ხახვის და ნივრის წვენი. ეს ნაზავი დღეში რამდენჯერმე უნდა დალიოთ. შედეგიც არ დააყოვნებს, სმენა უფრო გამახვილდება.

frenis kompensacia
frenis kompensacia