Რატომ უნდა დალიოს შაკიკით დაავადებულმა ყურძნის წვენი ! სამუდამოდ დაივიწყეთ ტკივილგამაყუჩებლები!
შაკიკი ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, ორგანული და უმთავრესად მემკვიდრული ავადმყოფობაა, რომელიც ძირითადად ხასიათდება ძლიერი თავის ტკივილის შეტევებით და შრომის უნარის დაქვეითებით.
მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანია დაავადებული შაკიკით, უუნარობაში გატარებული წლების მიხედვით შაკიკი მესამე ადგილზეა, წელის ტკივილის და დეპრესიის შემდეგ, ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, ძირითადად იწყება ბავშვობაში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.
შაკიკის ხელშემწყობი (ტრიგერული) ფაქტორები:
სტრესი, მღელვარება, დეპრესია, შიში,ამინდის მკვეთრი ცვლილება, ტემპერატურის ცვლილება, მკვეთრი სუნი, კაშკაშა შუქი, ხმაური, სიმაღლეზე ყოფნა. ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, მენზესი, უძილობა, ბევრი ძილი, შიმშილი, მგზავრობა, გაციება, გრიპი, თავის ან კისრის ტრავმა, ალკოჰოლის მოხმარება, შებოლილი საკვები, დაძველებული ყველი, ნაყინი, ყინულიანი წყალი. წონაში მატება.
შაკიკის მართვა
- წაიკითხე და გამოყავი შაკიკის შეტევის მანიშნებლები და ხელშემწყობი ფაქტორები;
- აწარმოე თავის ტკივილის დღიური;
- ყოველთვის თან ატარე ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი;
- არ დაელოდო თავის ტკივილის გაძლიერებას, ტკივილის დაწყებისთანავე მიიღე ტკივილგამაყუჩებელი (მნიშვნელოვანია ყველა პაციენტმა იცოდეს, რომ არ შეიძლება თვეში 8 ტაბლეტზე მეტი ტკივილგამაყუჩებლის მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილი);
- ივარჯიშე კვირაში მინიმუმ 3 დღე;
- დალიე წყალი დღეში 3 ლიტრი;
- არ მიიღო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
- მოიწესრიგე ძილი;
- აკონტროლე წონა.
Შაკიკით დაავადებულმა ნებისმიერმა იცის, რამდენად აუტანელია ეს ტკივილი! სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს დაავადებულთა უმეტესობაზე, მოიცავს ღებინებას, სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობას და გულისრევას.
Რატომ მოქმედებს ყურძნის წვენი შაკიკის წინააღმდეგ დადებითად?
მიუხედავად იმისა, რომ ღვინო შეიძლება იყოს შაკიკის პოტენციური გამომწვევი, ყურძნის წვენი რეალურად არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ტკივილის შესამსუბუქებლად და შაკიკის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ყურძენი მდიდარია ვიტამინებით C, B12 და რიბოფლავინი. ამიტომ მისი ეფექტურობა შაკიკის განმუხტვაში გასაკვირი არ არის. გარდა ამისა, ყურძენი ბევრად მეტს აკეთებს ორგანიზმისთვის, მაგალითად, ეხმარება ღვიძლს მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებაში. ყურძნის ძვენი აუცილებლად უნდა იყოს სახლში დამზადებული და ნატურალური, ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე.