Სასწაულებრივი ნიღაბი, რომელიც ყველაზე ნაზს გახდის თქვენი ხელის კანს! 

1157

Სასწაულებრივი ნიღაბი, რომელიც ყველაზე ნაზს გახდის თქვენი ხელის კანს!Ეს ნიღაბი ძალიან ეფექტური და სწრაფია. ის მყისიერად მისცემს თქვენს ხელებს ლამაზ მოვლილ იერს და გახდის ხელების

ხელის სიმშრალე შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრების წესის ან დაავადების სიმპტომი. ხელის კანის სიმშრალე შეიძლება დაკავშირებული იყოს გარემოს აგრესიულ ზემოქმედებასთან, ამიტომ მას ახასიათებს პერიოდულობა და სეზონურობა სწორი მოვლის შემთხვევაშიც კი.

ძალიან მშრალი კანი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას, არამედ გამოხატულ დისკომფორტსაც: კანის საფარის ზედაპირზე დაჭიმულობის შეგრძნება ჩნდება, მოკეცვის ადგილებზე კი მტკივნეული ნახეთქები წარმოიქმნება. არასასურველი სიმპტომების გაქრობისთვის საჭიროა სწორი საშუალებებით მუდმივი და კომპლექსური მოვლა.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელის სიმშრალეს იწვევს, არის აგრესიული გარემოს ზემოქმედება. მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი, მცხუნვარე მზე – ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს ჰიდროლიპიდური მანტიის მთლიანობის დარღვევას. შედეგად, ხელის კანი ხდება გაუწყლოვანებული და ნაკლებად ელასტიური. დროთა განმავლობაში კანი შეიძლება აიქერცლოს, დაიჭიმოს და განვითარდეს ანთება.

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გამწმენდი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების მუდმივი ზემოქმედება. მათ შორის არის საყოფაცხოვრებო პროდუქტები და ასევე, ის ნივთიერებები, რომელთანაც ადამიანს აქვს შეხება მუშაობის დროს.

 

ყველაზე ხშირად, ხელის კანის სიმშრალე და დაზიანება ახასიათებს სამრეწველო მუშაკებს, სამედიცინო პერსონალს ან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს. განვითარების მექანიზმი პირდაპირ კავშირშია ქიმიკატების მიერ კანის მუდმივ დაზიანებასთან.

ზოგიერთი დაავადება შეიძლება გახდეს მშრალი და უხეში კანის მიზეზი. მაგალითად კანის დერმატოზები (ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული დერმატოზები, კანის სოკო) ან საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული და ნერვული სისტემის დაავადებები. ისინი იწვევენ ცხიმოვანი ჯირკვლების არასწორ ფუნქციონირებას და ხელს უშლიან საკვები ნივთიერებების შეწოვას.

ამ შესანიშნავი საშუალების დახმარებით კანი გახდება  გლუვი, ნაზი და  დატენიანებული.  ხელის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  •  2 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1,5 ჩაის კოვზი გლიცერინი
  •  3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  •  5 წვეთი ლიმონის წვენი,  შესქელებული თაფლის გასათხელებლად.

Შეურიეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი თასში. მიღებული ხელის ნიღაბი წაისვით ხელებზე 15 წუთის განმავლობაში. ზემოდან სითბოსთვის შეგიძლიათ ჩაიცვათ ცელოფნისა და სამზარეულოს ხელთათმანები. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ხელების ნიღაბი და წაისვით ჩვეულებრივი ხელის კრემი..

Facebook კომენტარები