7 რჩევა, რომლებიც თვალების ირგვლივ სიშავესა და შეშუპებას მოგაცილებთ.. გაახალგაზრდავდით!

16752
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ამოსიებული თვალები არაესთეტიკურად გამოიყურება და მრავალ ქალს სარკეში ჩახედვის სურვილს უკარგავს. თუმცა, ჩვენ გასწავლით მარტივ რჩევებს, რომლებიც ამ უსიამოვნო დეფექტისგან გიხსნით.მანამდე კი ორი სიტყვით განვიხილოთ, თუ რა იწვევს თვალის ქვეშ ტომრების გაჩენას. უძილობა და გადაღლილობა – ეს ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რაზეც ორგანიზმი ასეთი მეთოდით რეაგირებს. მეცნიერების თვალსაზრისით, თავად ტომრები არანაირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. თუმცა, იგი შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზსაც “გატყობინებდეთ”: თირკმელების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და ანემიისაც კი. თუ შეამჩნიეთ, რომ თვალის უპეები მხოლოდ გაზაფხულზე გისივდებათ, ეს შეიძლება ალერგიის მიზეზიც იყოს.უამრავი კოსმეტიკური კრემი არსებობს, რაც შესიებულ ქუთუთოებს შველის, მაგრამ ჩვენ ნატურალურ ინგრედიენტებს გთავაზობთ:კიტრიმაცივრიდან აღებული კიტრი რგოლებად დაჭერით და დახუჭულ თვალებზე 15 წუთით დაიდეთ. ამ მეთოდით ჩვენი ბებიებიც ხელმძღვანელობდნენ და მას ჯერაც არ დაუკარგავს პოპულარობა.

კარტოფილი

პირველი მეთოდის მსგავსია. გარეცხილი, ცივი კარტოფილი გაგათავისუფლებთ შესიებული თვალებისგან. კარტოფილი მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ, დილით რგოლებად დაჭერით და 5-10 წუთით თვალებზე დაიდეთ. დროის გასვლის შემდეგ თვალები აკურატულად დაიბანეთ.

რძე

ცივ რძეში დასველებული სუფთა ნაჭერი (უმჯობესია, ბინტი) 20-30 წუთით თვალებზე დაიდეთ.

ერთჯერადი ჩაის პაკეტი

დაასველეთ ჩაის ორი პაკეტი თბილ წყალში, შემდეგ 5-10 წუთით მაცივარში გააჩერეთ და გრილი თვალებზე 20-30 წუთით დაიდეთ. უკეთესია, თუ მწვანე ან გვირილის ჩაის პაკეტებს გამოიყენებთ.

კვერცხის ცილა

ცოტაოდენი კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შესიებულ ადგილებზე ფუნჯით წაისვით. დააცადეთ გაშრობა და 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ყინული

ამ მეთოდით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ, თუ ტომრების მოშორება უსწრაფესად გსურთ. წრიული მოძრაობებით ყინული თვალის გარშემო 5 წუთის განმავლობაში უნდა წაისვათ. თუმცა, თუ სურდო გაქვთ ან ადვილად ცივდებით, უმჯობესია, ეს მეთოდი ზემოჩამოთვლილებიდან ერთ-ერთით ჩაანაცვლოთ.

დამატებითი რჩევები

იმისათვის, რომ თვალის უპეების შესიებას სამუდამოდ დაემშვიდობოთ, ნაკლები უყურეთ კომპიუტერისა და ტელევიზორის ეკრანს და მეტი იძინეთ.

თვალის შესიება შეიძლება ორგანიზმში “კა” და “ბე 12” ვიტამინის ნაკლებობის ბრალიც იყოს. ამიტომ გადადით ჯანსაღი კვების რეჟიმზე, გაამდიდრეთ რაციონი მწვანილითა და ხილით. შეამცირეთ მარილის რაოდენობა.

სასურველია, დღის განმავლობაში სვათ ბევრი წყალი, მაგრამ არა ძილის წინ.

თვალის ქვეშ ტომრების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სიგარეტიც იყოს. ამიტომ გირჩევთ, მოწევას თავი დაანებოთ.

თუ ჩვენი რჩევები თქვენთვის სასარგებლო გამოდგა, გაუზიარეთ სტატია მეგობრებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia