სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების ძლიერი შაკიკის საწინააღმდეგო თვისებები და მყისიერი ეფექტი!

674

სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების ძლიერი შაკიკის საწინააღმდეგო თვისებები და მყისიერი ეფექტი!

შაკიკი (ჰემიკრანია) გავრცელებული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავის მფეთქავი ან მოპულსირე ტკივილი.

შაკიკი ძირითადად ვლინდება თავის ძლიერი ტკივილით. თავის მხრივ, არსებობს პირველადი და მეორეული თავის ტკივილი. პირველადი თავის ტკივილი დაავადებაა, ხოლო მეორეული კი სხვა დაავადების სიმპტომი.  შაკიკი პირველადი თავის ტკივილის რიცხვს მიეკუთვნება.

შაკიკმა შეიძლება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში იჩინოს თავი, თუმცა სტატისტიკურად მეტად გავრცელებულია 30-40 წლის ქალებში. ბავშვთა ასაკში ბიჭებში უფრო ხშირად გვხვდება, ხოლო სქესობრივი მომწიფების შემდეგ მდედრობით სქესში მატულობს აღნიშნული პათოლოგია.

შაკიკის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია, მაგრამ თანამედროვე მედიცინის თანახმად, ის გენეტიკურად განპირობებული ნეირონული დაავადებაა. აღსანიშნავია, შაკიკის შეტევების ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორები:

-         სტრესი

-         მენსტრუაცია

-         ამინდის ცვალებადობა

-         დიეტური კვება, შიმშილი

-         ალკოჰოლური სასმლის დალევა(ღვინო)

-         ხელოვნური დამატკბობლების შემცველი საკვების მიღება.

აი, უკვე რამდენი წელია, შაკიკი მტანჯავს. სულ ახლახან წავიკითხე, რომ ეს დაავადება თურმე ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც საკუთარი თავის შებრალება სჩვევიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.

შესაძლოა, ეს მართალიც იყოს, ამიტომ გადავწყვიტე, მართლაც შესაბრალისი რომ
არ გავმხდარიყავი, საკუთარ თავზე ამთავითვე მეზრუნა. დავიწყე თვითმკურნალობა და დღეს მხოლოდ ისინი მებრალებიან, ვისაც კვლავ ტანჯავს შაკიკი.
ყველას მოგიწოდებთ, არ დანებდეთ.

ცოტაოდენი მონდომება მალე გაგათავისუფლებთ თავის აუტანელი ტკივილებისგან. ეცადეთ, ყოველ დილით, უზმოზე, ერთი პატარა სირჩა ოხრახუშის წვენი დალიოთ.

– აიღეთ 1 ცალი ქათმის ახალდადებული კვერცხი, გატეხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებუ- ლი რძე და დალიეთ. სვით დღეში ერთხელ, 1 კვირა.

შაკიკის შეტევის მოახლოებისას აიღეთ ცხვირსახოცი, სასურველია, თეთრი, დაასვე-
ლეთ ღვინის ძმარში, კარგად გაწურეთ და მაგრად შემოიკარით თავზე.

აიღეთ ცოტაოდენი წითელი ჭარხლის ან ხახვის წვენი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში, მტკივან მხარეს.

თუ საშუალება გაქვთ, შეტევის დაწყებისას შუბლსა და წარბებზე ვარდის ახალი ფურ-
ცლები დაიფინეთ.

აიღეთ სუფრის კოვზი ძახველის დაქუცმაცებული ქერქი, 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით დადგით წყლის აბაზანაში. შემდეგ 15 წუთს ვაჩერებთ, ვწურავთ და ვიღებთ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

frenis kompensacia
frenis kompensacia