თუ გსურთ თეთრი, ქათქათა კანი, ლიმონს დაუმატეთ ეს ორი ინგრედიენტი და ეფექტი მართლაც გაგაოცებთ! 

3934

თუ გსურთ თეთრი, ქათქათა კანი, ლიმონს დაუმატეთ ეს ორი ინგრედიენტი და ეფექტი მართლაც გაგაოცებთ! 

Ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ქალს, სურს ჰქონდეს სრულყოფილი კანი დეფექტების გარეშე. მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ამის მისაღწევად, სილამაზის სალონებს უნდა ეწვიონ და მკურნალობისთვის დიდი თანხები გადაიხადონ. ამ სტატიაში ჩვენ ვაპირებთ გაჩვენოთ, რომ ეს სინამდვილეში ასე არ არის. შეგიძლიათ ამ ყველაფერს სახლში მიაღწიოთ.

არის პროდუქტები, რომლებსაც აქვთ გამწმენდი და ბუნებრივი მათეთრებელი თვისებები, მაგალითად, ლიმონი. მუქი კანის გათეთრება  ერთი მარტივი რეცეპტით შეგიძლიათ და ამ რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი ლიმონია.

საჭირო ინგრედიენტები:

  •  ალოე ვერას გელი;
  •  ნუშის ზეთი;
  •  ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

ხელისგულზე დაისხით ნახევარი ჩაის კოვზი ნუშის ზეთი,  ალოე ვერას გელი და 1 სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ. ეს უნდა გააკეთოთ ძილის წინ. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ მთელი ღამით, რათა იმოქმედოს. დილით გაღვიძების შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით. ძალიან მოკლე დროში, თქვენ შეამჩნევთ გაუმჯობესებას.

ლიმონის წვენი

  • კანი: ლიმონი ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის აღმოფხვრას, აუმჯობესებს კანის ხარისხს და აშორებს ფერიმჭამელებს. შესაბამისად, შეუცვლელია ცხიმიანი კანის სამკურნალოდ… ძილის წინ გამოწურეთ ლიმონი და წაისვით სახეზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნიღბით არ უნდა გახვიდეთ მზეზე, რადგან შესაძლოა მზემ კანი დაგიზიანოთ. თუ ლიმონს შვრიასა და თაფლში გაურევთ და 1 საათის მანძილზე გაიჩერებთ კანზე, სამუდამოდ დაივიწყებთ იღლიის არეში არსებულ სიმუქეს.
  • ტუჩები: თუ დაწოლის წინ ლიმონს ტუჩებზე წაისვამთ, სულ მალე შეამჩნევთ შედეგს – თქვენი ტუჩები საოცრად ჯანსაღი და ტენიანი გახდება.
  • თმა: ლიმონი თმის გაღიავების ბუნებრივი საშუალებაა. წაისვით თმაზე, გადით მზეზე და სულ 1 კვირაში თქვენი თმა ულამაზესი ოქროსფერი და საოცრად ბზინვარე გახდება.

ალოე ვერას გელი ძალიან კარგად მოქმედებს კანის ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენასა და შენარჩუნებაზე. ის აძლიერებს კანის ზედაპირის (ეპიდერმისი) რეგენერაციის პროცესს, რის შედეგადაც სწრაფად ხდება კანის ზედაპირზე დაზიანებული უჯრედების აღდგენა. ასევე მასში არსებული ვიტამინები და ამინომჟავები საუკეთესო საკვებია კანის უჯრედებისთვის.

ალოეს გელი ეხმარება ქარში გამომშრალ კანს წყლის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში. რაც მთავარია როგორც ნორმალურს ისე ცხიმიან კანს უნარჩუნებს ჰიდრო-ლიპიდური ბალანსს.

Facebook კომენტარები