Როგორ გავასუფთავოთ ორგანიზმი პარაზიტებისგან? საუკეთესო  ანტიპარაზიტული საშუალება, რომელიც ხალხური მედიცინის კრებულში აღმოვაჩინე!

2878

Როგორ გავასუფთავოთ ორგანიზმი პარაზიტებისგან? საუკეთესო  ანტიპარაზიტული საშუალება, რომელიც ხალხური მედიცინის კრებულში აღმოვაჩინე!

ყველას, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს, ჭიების ხსენებაც კი თავზარს სცემს, თანამედროვე
მედიცინა კი ყოველთვის ეფექტურად ვერ უმკლავდება ამ დაავადებას. ჩემს შვილს ხშირად სტკიოდა მუცელი, პერიოდულად პირიდან სუნი ამოსდიოდა, ძილში კბილებს აკრაჭუნებდა.

ექიმმა მითხრა, ჭიები ეყოლებაო. მართლაც გლისტები აღმოაჩნდა. გამომიწერეს წამალი, დავალევინე ბავშვს და მოვარჩინე. გავიდა დრო და იგივე სიმპტომები გაუმეორდა. მივხვდი, რომ ამის მიზეზი ისევ ჭია იქნებოდა, გავიხსენე წამლის სახელწოდება, გადავწყვიტე, მეყიდა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან გამახსენდა, რომ მისი მიღება ძალიან საფრთხილო იყო თუ არ ვცდები, მხოლოდ სამჯერ უნდა მიმეცა განსაზღვრული შუალედებით.

ვიფიქრე, მართალია, ჭიებს სპობს, მაგრამ ალბათ სხვა რამეს ვნებს-მეთქი და ხალხური საშუალებების ძიება დავიწყე. მასწავლეს გოგრის თესლი — ვხალავდი, მანქანაში ვატარებდი, 1 ჩაის ჭიქას ვურევდი 1 ჩაის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ სოდას, ვდებდი მინის ჭურჭელში და 10 დღეს ვაჩერებდი, ამის შემდეგ ბავშვს უზმოზე ვაძლევდი 1 ჩაის კოვზს და 3 საათის შემდეგ ვასაუზმებდი.

ასე ვიქცეოდი, ვიდრე ჭიებისგან საბოლოოდ არ განთავისუფლდა (3 თუ 4 კვირა დამჭირდა). ჩემმა მეგობარმა კი შვილი ჭიებისგან ხახვით მოარჩინა. მის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ: საღამოს აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით, წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და დილამდე გააჩერეთ. დილით გაფილტრეთ და ბავშვს უზმოზე დაალევინეთ.

მახვილა ჭიის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება ყოფილა რძიანი ნივრის ოყნა
ჩაის ჭიქა რძეში უნდა ჩააგდოთ 1 თავი გარჩეული ნიორი, დარბილებამდე ხარშოთ, გადაწუროთ, გააცივოთ და ბავშვს ნახევარი ჭიქის ოყნა გაუკეთოთ. მოზრდილებს მთლიანი ულუფა უკეთდებათ. პროფილაქტიკისთვის შეიძლება ნივრის ოყნა გაიმეოროთ ერთი კვირის შემდეგ.

მახვილა ჭიას ბროწეულის ქერქის დახმარებითაც გამოდევნით: ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი, ნაყენი გაყოთ 3 ულუფად და მიიღოთ მშიერ კუჭზე, 30 წუთის განმავლობაში. 3-4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება, რაც პარაზიტის გამოდევნას გააადვილებს.

შედარებით დიდი პარაზიტების გამოდევნა ასე შეიძლება: უნდა აიღოთ 100 გრამი
გოგრის გული, გაატაროთ ხორცსაკეპში და დაუმატოთ 50 გრამი თაფლი. უნდა მიიღოთ
თითო სუფრის კოვზი უზმოზე 10-14 დღის განმავლობაში. ბოლო დღეს ნარევს 1 საათის შემდეგ უნდა დააყოლოთ 1 ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც წინასწარ უნდა მოხარშოთ თავი გარჩეული ნიორი, 30 წუთის შემდეგ კი მიიღოთ ძლიერი საფაღარათო საშუალება, მაგალითად, ინგლისური მარილი. კიდევ 1 საათის შემდეგ კი საჭიროა გვირილის ყვავილის ნაყენის თბილი ოყნა.

frenis kompensacia
frenis kompensacia