სანელებელების დედოფალი, რომელიც გონების საუკეთესო მკვებავია და აგარიდებთ ინსულტს – თვალსაჩინო ეფექტის მისაღწევად, უბრალოდ მოაყარეთ ეს მარცვლები საკვებს…

1897

სანელებლების დედოფალი,  რომელიც გონების საუკეთესო მკვებავია და აგარიდებთ ინსულტს  – თვალსაჩინო ეფექტის მისაღწევად, უბრალოდ მოაყარეთ ეს მარცვლები საკვებს…

ილი სანელებელია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინდურ და ჩინურ მედიცინაში. მას აქვს ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული მოქმედება. ილი შველის ჰიპერტენზიას, ასევე აუმჯობესებს და არეგულირებს გულისცემას.

აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს. გამოიყენება შარდის ბუშტის დაავდებებისას. სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ილს იყენებენ მეტეორიზმის, კუჭის მაღალი მჟავიანობისა და სპაზმური ტკივილისას. სასარგებლოა, როგორც ჩაის სახით, ასევე შეგიძლიათ გაღეჭოთ მარცვლები.

გემო და სუნი ცხარე და მწარეა. მას გამოიყენებენ კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიაში, არომათერაპიაში და დიეტოლოგიაში. ხალხურ მედიცინაში ილს იყენებენ გაციების დროს, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას, ნერვული სისტემის სიმშვიდისა და ჯირკვლის მუშაობის დასარეგულირებლად.

Jar of green cardamom with rocket on canvas background close-up

ილის სასარგებლო თვისებებია:

• არეგულირებს წნევას

• აძლიერებს იმუნურ სისტემას

• სასარგებლოა რესპირატორული ინფექციებისთვის

• აჯანსაღებს კანს, გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ

• ტოქსინებისგან ათავისუფლებს ღვიძლს

• შველის ჰალიტოზს, ანუ პურიდან არასასიამოვნო სუნს (გაღეჭეთ)

• ებრძვის ჭარბ წონას

• აქრობს ქერტლს

• შველის რკინის ნაკლებობას

რეცეპტი ჰიპერტენზიისას

აიღეთ ერთი ცალი წითელი ხახვი გაფრცქვენით და გახეხეთ, უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა, შემდეგ გადაწურეთ ჭიქაში წვენი, დაუმატეთ 1 ს/კ ნატურალური თაფლი, მოურიეთ და დალიეთ, დღეში 2-ჯერ. დილით და საღმოს, ასევე დააყოლეთ თითო-თითო მარცვალი ილი.

სუნელი განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს ხორცსა და თევზს. ასევე დაამატეთ ცხელ სასმელებში მიხაკთან, დარიჩინთან, წითელ პილპილთან, პიტნასთან ერთად. ეს სუნელები შაქრიანი დიაბეტის დროსაც რეკომენდირებულია. არ შეუხამოთ ილი ნაღების კარაქს, ის ილის სასარგებლო თვისებებს გაანეიტრალებს.

ასხვავებენ შავ და მწვანე ილს. მწვანე ინდოეთსა და მალაიზიაში იზრდება და კარგად გამოკვეთილი არომატი აქვს. მსგავსი სუნელის არჩევისას უნდა დაუკვირდეთ, რომ შეფერილობა ყვითელში არ გადადიოდეს. ზედმეტ კილოგრამებს ყველაზე მეტად მწვანე ილის ეშინიათ. შავი ილი უფრო დელიკატური და მსუბუქი სურნელით გამოირჩევა. მას ტროპიკულ აზიასა და ავსტრალიაში აწარმოებენ. ორივე სახის ილი ჰერმეტულ შეფუთვაში უნდა შეინახოთ.

 

Facebook კომენტარები