ეს რეცეპტი მალე მსოფლიოსთვის აღმოჩენა იქნება, რადგან საუკეთესოდ კურნავს ძვლებს და სახსრებს..

7753

ეს რეცეპტი მალე მსოფლიოსთვის აღმოჩენა იქნება, რადგან საუკეთესოდ კურნავს ძვლებს და სახსრებს…

ძვლები ერთი შეხედვით მყარ და მშრალ კონსტრუქციას ქმნიან, თუმცა, სინამდვილეში ისინი ჩვენი ორგანიზმის სხვა ქსოვილების მსგავსად კვებას საჭიროებენ. ძვალი იკვებება სისხლის საშუალებით, რომელშიც მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა. შესაბამისად, მასაც ახასიათებს ზრდისა და რეგენერაციის უნარი.

ძვლის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება კალციუმის ფოსფატია, რომელიც მის სიმყარეს განაპირობებს. ადამიანის ასაკის ზრდასთან ერთად იცვლება ძვლის შემადგენლობა და თვისებები. მცირეწლოვნების ძვალში ორგანული ნივთიერებების და კოლაგენური ბოჭკოების ხვედრითი წილი მეტია, ვიდრე ზრდასრულ და მითუმეტეს, ხანდაზმულ ასაკში. ამიტომაცაა, რომ ახალგაზრდების ძვლები უფრო ელასტიური და ნაკლებად მყიფეა, ვიდრე ხანდაზმულების.

კალციუმის კლების პროცესი ნელი ტემპით 35 წლიდან იწყება და 60 წლიდან – ინტენსიურად მიმდინარეობს. თუ შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვს ორგანიზმს, ასაკის მატებასთან ერთად, ძვლები ვიწროვდება და მტვრევადი ხდება. ხშირად, მოხუცებულების დაცემის მიზეზი, სწორედაც რომ დასუსტებული ძვლებია.

გარდა ასაკისა, კალციუმის ნაკლეობის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სქესი;
  • კვების თავისებურება;
  • ნივთიერებათა ცვლა;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (მაგ. კორტიკოსტეროიდების).

აიღეთ ფიჭვის კვირტები, კანიანად დაჩეჩქვეთ, დაასხით იმდენი არაყი, რომ 5-6 სმ-ით ასცდეს და 7 დღის განმავლობაში დააყენეთ, თან დროდადრო შეაჯანჯღარეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. ამ ნაყენის სმა შარშან ზამთარში დავიწყე. პარალელურად მტკივან სახსრებს ღვიის ნაყენით ვიზელდი (50 ცალ ღვიის ნაყოფს დაასხით 500 მლ სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა და გაფილტრეთ). თუ ადრე სახსრები ყოველ შემოდგომაზე მტკივდებოდა, ამ შემოდგომაზე თითქმის არ შევუწუხებივარ. არ ვიცი, ამ ორი რეცეპტიდან რომელი უფრო მეტად მომიხდა, მაგრამ ფაქტია, რომ თავს კარგად ვგრძნობ.

50 გ ალოეს წვენს შეურიეთ 100 გ თაფლი და 150 გ არაყი. 3-4 დღე გააჩერეთ ბნელ,
გრილ ადგილას. წაისვით მტკივან სახსარზე, შეიხვიეთ თბილად. გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ.

სახსრების ტკივილს კარტოფილი დაგიამებთ მინდა შემოგთავაზოთ სახსრების ტკივილის დასაამებელი წამლის რეცეპტი.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით პირშუშხა და კარტოფილი, გახეხეთ და დაუმატეთ |
სადილის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და ფირფიტა გამოძერწეთ. მტკივანი სახსარი დაიზილეთ მცენარეული ზეთით, ზემოდან კი კარტოფილისა და პირშუშხასგან მომზადებული ფირფიტა დაიდეთ, დაიფარეთ სახსარზე ცე ანი, ზემოდან
შემოიხვიეთ ნატურალური შალის ქსოვილი და ერთი საათი გაიჩერეთ. შეგიძლიათ იმეოროთ, ვიდრე ტკივილი სულ მთლად არ დაცხრება.

კარგია ასეთი წესით მომზადებული წამალიც: აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი თაფლი, 150 გრამი არაყი, 50 გრამი ალოეს წვენი; ღამით გაიკეთეთ ამ მასის კომპრესები მტკივან ადგილზე და შალის ქსოვილით შეიხვიეთ.

Facebook კომენტარები