3 ინგრედიენტისგან შემდგარი ნიღაბი ბოტოქსზე უკეთ ჭიმავს კანს და 10 წლით აახალგზარდავებს. 

3838

3 ინგრედიენტისგან შემდგარი ნიღაბი ბოტოქსზე უკეთ ჭიმავს კანს და 10 წლით აახალგზარდავებს. 

Რეცეპტი, რომელსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, დაუჯერებელია!  ეს შეიძლება იყოს პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა! ეს არის სახის ნიღაბი, რომელსაც შეუძლია გაგახალგაზრდავოთ  10 წლით! ეფექტს შეამჩნევთ პირველივე გამოყენების შემდეგაც.

ძვირადღირებული სილამაზის სალონები ასრულებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურებს, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს ამ შესანიშნავი ნიღბით. ზოგი თვლის, რომ ეს ცნობილი ბოტოქსის ტოლფასია! ის სრულიად ბუნებრივია და ბოტოქსზე უკეთ ამკვრივებს და ჭიმავს კანს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • ნახევარი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი

მომზადების წესი:

აიღეთ საშუალო ზომის კვერცხი და გამოაცალეთ ცილა გულისაგან.  ამის შემდეგ, კვერცხის ცილა მოათავსეთ პატარა თასში. ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი. ისევ გათქვიფეთ.

ნიღბის გამოყენებამდე სახე კარგად უნდა გაიწმინდოთ! გაიჩერეთ სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში. გაშრობის შემდეგ  ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნაყენით. თქვენი გაახალგაზრდავებული კანი გაგაოცებთ!

კვერცხის გულის ნიღაბი
ჩვეულებრივი კვერცხის გული კანს სიმკვრივეს ანიჭებს და სახის ლიფტინგიც პირველივე გამოყენებიდან გარანტირებულია. 0.5 ჩაის კოვზ Е ვიტამინს დაუმატეთ კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. დაიტანეთ მიღებული მასა სახეზე, კისერსა და დეკოლტეს მიდამოზე სახის მასაჟის ნელი მოძრაობით. როცა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

სახის კანის მოვლა ჩვენი

ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.  თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia