ჩემ მეუღლეს სლოკინი ტანჯავდა და გამუდმებით დისკომფორტს უქმნიდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ერთ მშვენიერ დს ეს მეთოდები აღმოაჩინა და გათავისუფლდა კიდეც!

452

ჩემ მეუღლეს სლოკინი ტანჯავდა და გამუდმებით დისკომფორტს უქმნიდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ერთ მშვენიერ დღეს ეს მეთოდები აღმოაჩინა და გათავისუფლდა კიდეც!

სლოკინი ხდება მაშინ, როდესაც დიაფრაგმა უცბად და უნებურად იკუმშება (ვიწროვდება), რაც იწვევს სლოკინის ხმას, რომელიც წარმოიქმნება სასულის ზემოთა ნაწილში. არსებობს სლოკინის სამი ტიპი: მსუბუქი (გრძელდება ცოტა ხანს), ხანგრძლივი და შეუჩერებელი.

სლოკინი არის რეფლექსური ქმედება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ მას. ის გავრცელებული მდგომარეობაა და ადამიანთა უეტესობას ემართება ცხოვრების განმავლობაში. სლოკინი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბავშვების ჩათვლით და ჩვეულებრივ მას რაიმე გარკვეული გამომწვევი მიზეზი არ აქვს, თუმცა სლოკინის მოკლევადიანი ეპიზოდები კავშირშია: ალკოჰოლის მოხმარებასთან, თამბაქოს მოწევასთან, მუცლის შებერილობასთან, ძალიან სწრაფად კვებასთან, ან ძალიან ცხარე საკვების მიღებასთან, ცხელი, ან გაზიანი სასმელის დალევასთან და ა.შ.

სლოკინი არის რეფლექსური ქმედება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ მას. ის გავრცელებული მდგომარეობაა და ადამიანთა უეტესობას ემართება ცხოვრების განმავლობაში. სლოკინი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბავშვების ჩათვლით და ჩვეულებრივ მას რაიმე გარკვეული გამომწვევი მიზეზი არ აქვს, თუმცა სლოკინის მოკლევადიანი ეპიზოდები კავშირშია:

  • ალკოჰოლის მოხმარებასთან
  • თამბაქოს მოწევასთან
  • მუცლის შებერილობასთან
  • ძალაინ სწრაფად კვებასთან, ან ძლაიან ცხარე საკვების მიღებასთან
  • ცხელი, ან გაზიანი სასმელის დალევასთან
  • ემოციებთან, როგორიცაა სტრესი, შიში ან აღფრთოვანება

 

 

სლოკინის მკურნალობა:

უმეტეს შემთვევაში, სლოკინი მალე გაივლის და ძირითადად გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. სლოკინის შესაჩერებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: ძალიან ცივი, ყინულიანი წყლის მოსმა; სუნთქვის შეკავება მცირე ხნით; ლიმონის მოკბეჩა; ნატეხი შაქრის გადაყლაპვა; ძმრის გასინჯვა, მუხლების მიტანა მკერდთან.

15 წამი შეუსვენებლად დალიეთ წყალი. ასეთი გადაყლაპვა შეუჩერებლად და სუნთქვის გარეშე, მოქმედებს ნეკნთაშუა კუნთებზე და დიაფრაგმაზე, რაც ანეიტრალებს დიაფრაგმის სპაზმს.

ამბობენ, რომ ლიმნით გაჟღენთილი შაქრის მიღება ხელს უშლის სლოკინს.

დააჭირეთ ენის ძირს თითები ისე, თითქოს პირღებინების გამოწვევას ცდილობთ. ამით სწრაფად მოიხსნით სლოკინის გამომწვევ სპაზმებს საყლაპავსა და დიაფრაგმაში.

სლოკინის დროს ასევე ეფექტურია თაფლის გადაყლაპვა.

უნდა იცოდეთ, რომ ჭიპი პირდაპირ კავშირშია დიაფრაგმასთან. ამიტომ, თქვენ მხოლოდ ყინულის კუბი უნდა მოათავსოთ ჭიპზე, რაც კუნთების შეკუმშვას გამოიწვევს, მათ შორის დიაფრაგმას, რომელიც ასე ძალიან გვაინტერესებს. სლოკინი გაივლის სწრაფად

Facebook კომენტარები