რეცეპტი, რომლის ეფექტურობაში ეჭვს ვერ შეიტანთ! გახდით საკუთარი თავის ექიმი!

632

რეცეპტი, რომლის ეფექტურობაში ეჭვს ვერ შეიტანთ! გახდით საკუთარი თავის ექიმი!

ნიორს რომ უამრავი სამკურნალო თვისებები აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენ ბოსტნეულს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მას აქვს შარდმდენი თვისებები, იხმარება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, კერძოდ,ბრონხიტის დროს. ასევე, გრიპის პროფილაქტიკის დროსაც.

ნივრის შემადგენლობაში შედის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა, ფიტონციდები.ისინი მომაკვდინებლად მოქმედებენ ბაქტერიებზე, უმარტივეს ორგანიზმებზე, სოკოებზე. მედიცინაში ნიორი ცნობილია, როგორც აქტიური ანტისეპტიკური საშუალება. ამავე დროს, საუკეთესო საშუალებაა კუჭ- ნაწლავის დაავადებების დროს, ქრონიკული კოლიტების სამკურნალოდ.

პაციენტები, რომლებიც დაავადებულები არიან ათეროსკლეროზით, ნიორი საუკეთესო საშუალებაა მათთვის ამ პრობლემის მოგვარებაში. ნივრის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, რომელთა საშუალებითაც ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების და თმის ფოლიკულების სისხლით მომარაგება. ეს თავის მხრივ თმის ზრდას ხელს უწყობს, ამაგრებს ძირებს. ვისაც აწუხებს თმის ცვენა, ვურჩევთ, რომ ისარგებლონ ნივრის სამკურნალო თვისებებით.

დღეში 2 საათის განმავლობაში დაიდეთ დანაყილი ნიორი გაცვენის ადგილებზე, დღეში ერთხელ და მითითებული დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი. პროცედურები გაიმეორეთ ათ-ათი დღის შესვენებით ორ-სამჯერ 7-10 დღის განმავლობაში.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალება თქვენს ორგანიზმში არსებული პარაზიტების და ბინადარი ჭიების განადგურებაში დაგეხმარებათ. ასევე, დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, გაახალგაზრდავებს სისხლძარღვებს და დაარეგულირებს ქოლესტერინის დონეს.

როგორ მოვამზადოთ ნივრის ნაყენი

 ინგრედიენტები:

  • 200 გრ. გასუფთავებული და დაჭყლეტილი ნიორი
  • 200 გრ. სპირტი

მომზადების წესი:

აიღეთ 10 წვეთი ნივრის ნაყენი და ჩაამატეთ 5 სუფრის კოვზ ცივ რძეში. კარგად შეანჯღრიეთ და ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ, დღეში 2- ჯერ. მთლიანი კურსი ჩაიტარეთ – 2 კვირა. შემდეგ კი 2 კვირა შეისვენეთ.

ნივრის ამ ნაყენის მიღებიდან 1 კვირის შემდეგ თქვენ გასაოცარ შედეგს ნახავთ: აღარასდროს შეგაწუხებთ სიმძიმის განცდა ჭამის შემდეგ, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მონელების პროცესი. თქვენ, ასევე, შეძლებთ თავის ქრონიკული ტკივილების დამარცხებას და უძილობის პრობლემის გადაჭრას, გამომდინარე იქიდან, რომ ნივრის ნაყენი არაჩვეულებრივად წმენდს სისხლძარღვებს. ამ ჩამონათვალის გარდა, ეს ნაყენი დადებითად მოქმედებს ჩვენს კანზე.

Facebook კომენტარები