ცხიმიანმა თმამ მთელი ახალგაზრდობა გამიმწარა – ბევრი წვალების შემდეგ მივაგენი კიდეც რამდენიმე მართლაც ეფექტურ საშუალებას.

958

ცხიმიანმა თმამ მთელი ახალგაზრდობა გამიმწარა - ბევრი წვალების შემდეგ მივაგენი კიდეც რამდენიმე მართლაც ეფექტურ საშუალებას.

თმის ცხიმიანობა შესაძლოა ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევებით იყოს გამოწვეული, ამიტომაც, სპეციალისტები გვირჩევენ, შესაბამისი კონსულტაციის გავლას ენდოკრინოლოგთან. ამას გარდა,  ცხიმიანი თმა შესაძლოა მემკვიდრეობითიც იყოს, რაც თქვენი მხრიდან  მხოლოდ შესაბამის მოვლას მოითხოვს.

ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნის გარდა, სპეციალისტები, თმის დაბანამდე, ცხიმიანობის შემამცირებელი საშუალებების - სტაფილოს ან ალოეს წვენის თმის ძირებში შეზელას გვირჩევენ. თმის დაბანას რომ დაიწყებთ, შამპუნი პირველ რიგში, თმის ძირებში წაისვით,  თითების ბალიშებით მასაჟის მოძრაობები შეასრულეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.  არ არის რეკომენდირებული შამპუნის დამატებით თმის სიგრძეზე გადასმა - ჩამობანის პროცესში თმაზე მოხვედრილი შამპუნიანი წყალი სრულიად საკმარისია.

თმაზე ზედმეტი ცხიმი თავის კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობის შედეგია, რაც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის — საჭმლის მონელების დარღვევით, ჰორმონული დისბალანსით, არასწორი კვებით, გენეტიკური თავისებურებებით იყოს გამოწვეული.

ცხიმიანმა თმამ მთელი ახალგაზრდობა გამიმწარა. კვირაში ორჯერ თავს ქაფქაფა
წყლით ვიბანდი — ვფიქრობდი, რომ ცხელი წყალი თმას უკეთ გამისუფთავებდა, მაგრამ
თქვენც არ მომიკვდეთ.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ცხელი წყლის ზემოქმედებით თმის ცხიმოვანი ჯირკვლები კიდევ უფრო გაძლიერებულად გამოყოფენ ცხიმს. ბოლოს ისევ ძველ და ნაცად რეცეპტებს მივადექი და მივაგენი კიდეც რამდენიმე მართლაც ეფექტურ საშუალებას.

აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი სპირტი და 1 ჩაის კოვზი წყალი.
თავის პირველი ჩამობანის შემდეგ ეს ნარევი თავის კანში შეიზილეთ და 10 წუთს დაიტოვეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. კვერცხის გული თურმე ისეთ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ცხიმის გამოყოფას ამცირებს.

1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, რომ გამკვრივდება, თავის კანში შეიზილეთ
და გაშრობამდე დაიტოვეთ. შემდეგ თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ. 3 სუფრის კოვზ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 15 წუთს ადუღეთ. დაამატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანილ თავზე გადაივლეთ, თან თმის ძირებში შეიზილეთ. თავის კანი ლიმონის წვენით გაიწმინდეთ. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს,
აცხრობს ქავილს.

2 სადილის კოვზ ლიმონის წვენში აურიეთ ნახევარი ჭიქა არაყი და ამ ნარევით დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა, თმის ძირები და კანი. დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი. დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. თმის ძირებში დღეგამოშვებით შეიზილეთ დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენი.

frenis kompensacia
frenis kompensacia