მუხლი გტკივათ?  წამლებით მკურნალობა არაეფექტურია? მაშინ ეს მეთოდი ნამდვილად დაგეხმარებათ.

2014

მუხლი გტკივათ?  წამლებით მკურნალობა არაეფექტურია? მაშინ ეს მეთოდი ნამდვილად დაგეხმარებათ.

მუხლების ტკივილის მიზეზთა ჩამონათვალი ძალიან გრძელია, მაგრამ მე თქვენს ყურადღებას მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებზე შევაჩერებ.

მუხლის ტკივილის მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს, იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული.

ტკივილის მიზეზები ასაკის მიხედვითაც განსხვავდება. ბავშვებსა და მოზარდებთან მუხლების ტკივილს უმეტესად კვირისტავის ქვეამოვარდნილობა, ტიბიალური აპოფიზიტი, იგივე ოსგუდ-შლატერის დაავადება, და კვირისტავის ტენდინიტი (მხტუნავი მუხლი) იწვევს.

ჩვენ ხშირად აღმოვჩნდებით ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა მუხლის ტკივილი.  წამლით მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა ხანგრძლივ ეფექტს და ზოგჯერ ის საერთოდ არ შველის.

მე გთავაზობთ ჩემს რეცეპტს . მამაჩემს დიდი ხნის განმავლობაში უძნელდებოდა აღმართზე სიარული, ვერ მოირჩინა მუხლების ტკივილი, სანამ ეს მალამო მე თვითონ არ გავაკეთე.

ტკივილი მუხლის სახსრებში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული: ართრიტით (სახსრის ანთებით), ართროზით (სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესით). როგორც სიმპტომი, ის შესაძლოა თან ახლდეს ჰეპატიტს, რევმატიზმს, იყოს მეტეოდამოკიდებულების გამოხატულება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხოლმე ატმოსფერულ მოვლენებთან მიმართებაში, განსაკუთრებულად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე.

ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სერიოზულად არაფერი აწუხებს, მოღრუბლულობის განვითარების შესაბამისად წვიმის დაწყების წინ მუხლის სახსრები ახსენებს თავს (სტკივა ან სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ეუფლება). მეტეოდამოკიდებულება არ არის საგანგაშო. ის არ საჭიროებს საგანგებო მკურნალობას.

ხანდაზმულებში მუხლების ტკივილი სასახსრე ნაპრალში სასახსრე სითხის განლევისა და სახსარში განვითარებული სხვა ასაკობრივი ცვლილების შედეგია. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, სახსარში ნორმალური მოძრაობა ირღვევა და მტკივნეული ხდება.

მალამოს რეცეფტი:

აიღეთ ყველა ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით.  1: 1: 1: ღორის ნაღველი, გლიცერინი, იოდი, ამიაკი. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და გათბეთ. შემდეგ დაიდეთ მუხლებზე, ზემოდან დაიფარეთ ცელოფანი და ნაჭრით შეიხვიეთ.

4 პროცედურის შემდეგ ყველაფერი გაქრება. გააკეთეთ ეს პროცედურა ღამით. მართალია სუნი მკვეთრად სპეციფიკური მაგრამ თქვენ უნდა მოითმინოთ. გისურვებთ იცხოვროთ თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ არ იცოდეთ რა არის მუხლის ტკივილი. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოძრაობა და ფიზიკური აღზრდა! მაგრამ თუ ასეთი უბედურება მოხდა, გამოიყენეთ ჩვენი შესანიშნავი რეცეპტი!

Facebook კომენტარები