ღმერთის საჩუქარი – მცენარე, რომელიც კურნავს ყველაფერს! ნახეთ რამდენად ჯანსაღი და სასწაულებრივია!

7115

ღმერთის საჩუქარი – მცენარე, რომელიც კურნავს ყველაფერს! ნახეთ რამდენად ჯანსაღი და სასწაულებრივია!

ალოე ვერას  ფოთლები ინახება კარგად და არ არის საჭირო მათი შენახვა მაცივარში. უბრალოდ შეინახეთ მზისგან დაცულ გრილ ადგილზე. ფოთლები არის წვნიანი და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დანიშნულებით. ალოე ვერას გამოყენების სპექტრი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ გამოყენების ფორმებიც მრავალფეროვანია.

ალოე ვერას სასარგებლო თვისებები

ალოე ვერა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ატონიზირებს სხეულს და ეხმარება მრავალი პრობლემის გადალახვაში.

ალოე ვერას გამოყენება რეკომენდებულია: კანის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ნაღვლის, ენდოკრინული სისტემის, კუნთოვანი სისტემის და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. და ა.შ.

  1. კანის პრობლემები.
  2. ნაწლავების პრობლემები.
  3. თვალის დაავადებები.
  4. ნერვული სისტემის პრობლემები.
  5. პანკრეატიტი.
  6. ასთმა.
  7. დიაბეტი.
  8. ათეროსკლეროზი.
  9. ჰერპესი.
  10. სიმსივნეები.
  11. სოკო.
  12. გულის დაავადებები.
  13. გაციება.
  14. ბრონქიტი.
  15. ჩირქოვანი ჭრილობები.
  16. კანის ინფექციური დაავადებები და სხვა.

ალოე გავლენას ახდენს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე – მრავალი დაავადების გამომწვევ აგენტებზე. ალოეს ბაქტერიციდული თვისებები გამოიყენება სტაფილოკოკის, დიზენტერიის ბაცილის, სტრეპტოკოკის და სოკოების წინააღმდეგ ბრძოლისას. რეგენერაციული თვისებების გამო, წვენი ყველაზე სასარგებლოა ახალი ჭრილობების, კანის ანთების დროს. ორგანიზმში მოხვედრისას მცენარის აქტიური ნივთიერებები ხსნიან ყაბზობას, აუმჯობესებენ ნაწლავების ფუნქციას, ნაღვლის გამოყოფას, საჭმლის მონელებას და ორგანოებისა და სისტემების მუშაობას.

ასევე ალოეს წვენს აქვს შემდეგი მოქმედება:

  1. აქვს გამოხატული ბაქტერიციდული, ანტისეპტიკური მოქმედება.
  2. ზრდის სხეულის ბუნებრივ ძალას.
  3. ახორცებს და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.
  4. აქვს დეზინფექციის უნარი.
  5. გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან.
  6. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
  7. ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს.
  8. აუმჯობესებს გონებრივ მუშაობას და ფიზიკურ გამძლეობას.
  9. წმენდს სისხლს.
  10. არის პროფილაქტიკური საშუალება კიბოს საწინააღმდეგოდ და ა.შ.
ალოე ვერას გამოყენების რეცეპტები

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ან მადის მომატებისთვის, აგრეთვე სხეულის გამოფიტვის შედეგების აღმოსაფხვრელად დაგჭირდებათ: ალოეს წვენი (150 მლ.), თაფლი (250 გრ.) და წითელი ღვინო (350 მლ.). ყველა კომპონენტი შეურიეთ ერთმანეთს და გააჩერეთ 5 დღე. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამის წინ 40 წუთით ადრე. 1 სუფრის კოვზი.

გაციებისა და სურდოს დროს

მზადდება წვეთები, (შეაზავეთ ალოეს წვენი და წყალი პროპორციით 1;1). წვეთები უნდა გამოიყენოთ დაახლოებით 8 დღე. ალოეს წვენი უნდა ჩაიწვეთოთ თითოეულ ნესტოში, 2-3 წვეთი, ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე. თუ ცხვირის ლორწოვანი გარსი არის გამომშრალი შეიძლება აღინიშნოს წვის მცირე შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.

ყელის ტკივილი

შეაზავეთ ალოეს წვენი და წყალი პროპორციით 1;1. მიღებული წვენი კარგად გამოივლეთ ყელში, ყოველდღე.

ჰერპესი. მისი მორჩენა შესაძლებელია პირდაპირ ალოე ვარს ფოთლის წასმით პრობლემურ ადგილზე. ჩაიტარეთ პროცედურა 5-6 ჯერ. ყოველჯერზე გამოიყენეთ ახალი ფოთოლი.

ჭრილობები

შეურიეთ 100 მლ. ალოე ვერას წვენს 100 გრამი თაფლი და დაუმატეთ 20 მლ. სპირტი. მიღებული მასა დაიტანეთ ჭრილობაზე მხოლოდ დეზინფექციის შემდეგ. დეზინფექცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ ზეჟანგის ან სხვა ჭრილობების სადეზინფექციო რაიმე საშუალების დახმარებით. გამოიყენეთ შედეგის მიღწევამდე.

თმის ცვენა

შეურიეთ 1 ს/კ ალოე ვერას წვენი 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი. მიღებული მასა ტენიან თმებზე და თმის ძირებში შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და კარგად ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ კვირაში 1-2 ჯერ. ხილული შედეგის მისაღწევად გაიკეთეთ კურსებით.

Facebook კომენტარები