14 ცალი კაკლის უღელი -საუკეთესო მკურნალი მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს!

10581

14 ცალი კაკლის უღელი -საუკეთესო მკურნალი მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს!

რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემებმა შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია და ენდოკრინოლოგთან გამგზავნა.

ჩამიტარეს ექოსკოპია და დამისვეს პირველი ხარისხის შერეული ჩიყვის დიაგნოზი. ენდოკრინოლოგმა წამლებიც გამომიწერა და რამდენიმე ხალხური საშუალებაც მასწავლა.

ამ საშუალებებს წამლებთან ერთად ვიღებდი და მართლა შესანიშნავი შედეგი მომცა. აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ,უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი სქელ ნაჭერში გაახვიეთ და ჩაქუჩით კარგად დაჩეჩქვეთ.

შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაახურეთ თავსახური და 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით, უზმოზე, თითო სადილის კოვზი ერთი თვის განმავლობაში. მე თვითნებურად გავზარდე დოზა და დღეში 3-ჯერ ვსვამდი ჭამამდე ერთი საათით ადრე.

მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს: ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით სიგრილესა და სიბნელეში 30
დღით.

ამის შემდეგ მიიღეთ დილით, უზმოზე, 1-2 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენი რომ გათავდება, 10-15 დღე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

ამასთან ერთად, ვცდილობდი, რაციონი ზღვის პროდუქტებით (თევზით, ზღვის კომბოსტოთი) შემევსო. ვერიდებოდი მეტისმეტად ცხიმიან, მწარე, ტკბილ, მარილიან საკვებს.

ვმკურნალობდი ბალახებითაც:

– 1 ს/კ შავბალახას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 2 საათი გააჩერეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ. მიიღეთ კუნელის წვეთები (იყიდება აფთიაქებშიც) მის წინ. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ ისევ ჩავიტარე გამოკვლევა – რამდენიმე მცირე ზომის კვანძიღა აღმომაჩნდა.

 

Facebook კომენტარები