დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს მოამზადეთ ეს მცენარეული წამლები!

309

დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს მოამზადეთ ეს მცენარეული წამლები!

დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნახარში: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამის წინ, დღეში სამჯერ. ნერვული სისტემის გამოფიტვისა და უძილობის შემთხვევაში მიიღეთ ნაღველას ნაყენი:

2 სუფრის კოვზი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10
წუთს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი, 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.

ამ ნაყენების წყალობით სიმშვიდის განსახიერებად იქცევით. ნაყენის მომზადება ადვილია და მგონია, მისი მიღება მრავალ ჩვენგანს ძალიან სჭირდება.

აიღეთ კარგად დაფქული 2 ჩაის კოვზი პიტნის ფოთოლი, 2 ჩაის კოვზი წყლის სამყურას ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, 1 ჩაის კოვზი სვიის გირჩა. ერთმანეთში აურიეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და დააყენეთ 30 წუთით, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ დილით და ძილის წინ.

 

აიღეთ თითო ჩაის კოვზი კარგად დაქუცმაცებული კრაზანას ყვავილი, პიტნის,
ჭინჭრის, სალბის, შავბალახას ფოთლები, კატაბალახას ფესვი, ასკილის ნაყოფი. ნარევს დაასხით 7 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ.

შავბალახასა და კატაბალახას ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ მათი ნაყენები (30-30 წვეთი), აგრეთვე დასაშვებია ასკილის სიროფის (1 ჩაის კოვზი) გამოყენება.

მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, თვეში 10 დღის განმავლობაში. შესვენება აუცილებელია.

კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ: 30 გ კუნელის ნაყოფი და ამდენივე
ყვავილი, 30 გ კრაზანა, 30 გ ფარსმანდუკი და 20 გ კატაბალახას ფესვი. 1 სუფრის კოვზ
ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-6 საათს და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნარევების მუდმივად მიღება არ შეიძლება ზედოზირება ნერვული სისტემისთვის მავნეა.

ვიღებთ თანაბარი რაოდენობის პიტნის ფოთლებს, ძიძოს ღეროებს, კუნელის, კალენდულასა და თავშავას ყვავილებს, 1 სუფრის კოვზ ნარევს ვასხამთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს და ნახევარი საათით ვაყენებ. ვიღებთ 1/2 ჭიქას დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. ნაყენის მიღებას ვიწყებთ ზამთრის მიწურულს, განურჩევლად იმისა, როგორი განწყობა გვაქვს.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათით შედგით ღუმელში ან დააყენეთ თერმოსში. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნარევი და დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე.

გააჩერეთ თერმოსში ისევ 2 საათს. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ნერვებს შესანიშნავად ამშვიდებს კაკალი, ქიშმიში და ყველი. თურმე ეს პროდუქტები ტიბეტელი ბერების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ისინი უნდა ჭამოთ ყოველდღე, ერთ ჯერზე — 30 გრამი კაკალი, 20 გრამი ქიშმიში და 20 გრამი ყველი. ისინი ხსნიან დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებენ გულის კუნთის მუშაობას და ზრდიან ნერვული სისტემის მდგრადობას. ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლიც. ძილის წინ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლი მოქმედებს როგორც საძილე და ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალება.

ნერვული სისტემის განსამტკიცებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი: აიღეთ თითო ფლაკონი შავბალახას, კატაბალახას, კუნელისა და იორდასალმის ნაყენი, აურიეთ ერთმანეთში, ერთი  კოვზი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ერთხელ აუცილებლად ძილის წინ. ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ კორვალოლის წვეთები.

Facebook კომენტარები