ყინულის მასაჟი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წელის ტკივილის დროს: ძალიან ეფექტურად მოქმედებს ტკივილის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.

240

ყინულის მასაჟი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წელის ტკივილის დროს: ძალიან ეფექტურად მოქმედებს ტკივილის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.

რა იწვევს წელის ტკივილს ყველაზე ხშირად?

შემთხვევათა მესამედში წელის ტკივილის მიზეზი ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებებია, რომლებსაც საერთო სახელწოდება – ოსტეოქონდროზი აერთიანებს.

რა არის ოსტეოქონდროზი? ოსტეოქონდროზი ხერხემლის მალებისა და იოგების პათოლოგიურ ცვლილებათა შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად მალათაშუა დისკების დეგენერაცია უდევს. გარდა ამისა, ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა ხერხემლის მალებზე ძვლოვანი წარმონაქმნები – ოსტეოფიტები გაჩნდეს (ხალში მათ “მარილებს” ეძახიან). ოსტეოფიტები ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, რაც წელის მიდამოში ყრუ და დამწოლ ტკივილს იწვევს.

ოსტეოქონდროზის განვითარების რისკფაქტორებია:

. ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა;

. ხერხემლის განვითარების ანომალიები;

. სიმსუქნე;

. ჰიპოდინამია – ცხოვრების მჯდომარე, არააქტიური წესი;

. თამბაქოს წევა;

. კვების არაჯანსაღი რეჟიმი;

. ვიბრაციის ზემოქმედება, მაგალითად, მანქანის მართვისას.

წელის ტკივილის სახეები:

  • წელის ტკივილს ახასიათებს მექანიკური და ანთებითი ხასიათი.
  • მექანიკური ტკივილია, როდესაც მჯდომარე ცხოვრების წესი თქვენი რუტინაა, ან გაწუხებთ ჭარბი წონა ან არასწორი ფიზიკური დატვირთვა მოხდა.
  • ანთებითი რიტმის წელის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში განსაკუთრებით შემაწუხებელია და მოძრაობასთან ერთად შედარებით უმჯობესდება.
  • სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია ტკივილის რიტმის შეფასება, რათა დადგინდეს ტკივილი ხერხემლის ანთებით დაავადებასთან ხომ არ არის კავშირში.

ქალებთან წელის ტკივილი ყოველთვის ხერხემლის დაავადებების ბრალი არ არის. შემთხვევათა 10-20%-ში ის ქალური ორგანოების დაავადებაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლოკალიზებულია წელის, გავის მიდამოში ან აქვს შემომსარტყვლელი ხასიათი გავის, საზარდულისა და მუცლის წინა კედლის არეში. ეს სიმპტომი აუცილებლად უნდა გააანალიზოს გინეკოლოგმა, რადგან მის მიღმა შესაძლოა იმალებოდეს საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ანთება (ადნექსიტი), ენდომეტრიოზი, მენსტრუალური ციკლის ესა თუ ის დარღვევა, სასქესო ორგანოების დაწევა-გამოვარდნა, სიმსივნური დაავადება. ტკივილს იწვევს მენჯის ორგანოთა სისხლსავსეობა ან ინტოქსიკაციაც.

წელის ტკივილი  შესაძლოა მაშინ დაგემართოთ, როდესაც სხეულს უეცრად სწრაფად აამოძრავებთ, სიმძიმეს აწევთ ან ბევრს ივარჯიშებთ. ყინული ძალიან ეფექტურად მოქმედებს ტკივილის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.

როგორ უნდა გამოიყენოთ ყინული?

შეახვიეთ ყინულის კუბები ნაჭერში და ისე გაიკეთეთ მასაჟი მტკივან ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ ამის კეთება დღეში მხოლოდ 5 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული.

გახსოვდეთ, რომ ძვალზე არ დაიდოთ ყინული, ეს ხერხემალზე უარყოფითად იმოქმედებს. ასევე იცოდეთ, რომ ორ ყინულზე მეტი არ უნდა გამოიყენოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კანი დაზიანდება, კერძოდ კი კანის ქვეშ არსებული კაპილარები გაწყდება.

Facebook კომენტარები