ყველაზე ეფექტური ხალხური სამკურნალო წამლები არითმიის დასამარცხებლად!

1149

ყველაზე ეფექტური ხალხური სამკურნალო წამლები არითმიის დასამარცხებლად!

არითმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა, პროგნოზის თვალსაზრისით იგი შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, რომელიც არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს და ძალზე საშიში, რომელსაც ზოგჯერ გონების დაკარგვა ახლავს და შეიძლება უეცარი სიკვდილითაც კი დასრულდეს.

ამიტომ არითმიების დიფერენცირება და მათი ადეკვატური მკურნალობა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. არსებობს არიტმიის უამრავი სახეობა.

იგი შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე სერიოზული დაავადებით ან მის უკან იდგეს ემოციური გადაძაბვა, ან ყავის დიდი რაოდენობით მიღება, ან ფაღარათის გამო კალიუმის დიდი რაოდენობით კარგვა და სხვა.

ზოგჯერ გულის მუშაობის დარღვევა ვითარდება მეორეულად, ანუ ის რომელიმე სხვა ორგანოს დაავადების სიმპტომია. მაგალითად: ჩიყვის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია არითმია;

ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას თან ახლავს რომელიმე ტიპის არიტმიის განვითარება და ა.შ.

ცხოვრების წესის შეცვლა - არითმიაზე გავლენას თქვენი ცხოვრების წესიც ახდენს, მაგალითად: თუ ეწევით, დაანებეთ თავი მოწევას. შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება. შეზღუდეთ ან შეწყვიტეთ კოფეინის მოხმარება. მოერიდეთ მასტიმულირებელი (აღმგზნები) საშუალებების მიღებას (მაგ. ხველის ან ”გაციების” საწინააღმდეგო წამლების შემადგენლობაში). ზოგჯერ ამ საშუალებებს არითმიის გამოწვევა შეუძლიათ. გარდა ამისა, თუ გრძნობთ, რომ თქვენი არითმია უფრო ხშირდება გარკვეული აქტივობისას, შეზღუდეთ ეს აქტივობა.

 

– აიღეთ 0,5 კგ ლიმონი (ამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში), 0,5გ თაფლი და 20 ცალი გაფცქვნილი და დაფქული გარგარის კურკის გული.

ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მთელი ღამით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, დილით
მაცივარში შედგით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ დილით, ჭამამდე.

რაკი არითმიის წამალი გასწავლეთ, ბარემ გულის მიზეზით გამოწვეული ჰაერის უკმარისობის მოსახსნელ საშუალებასაც შემოგთავაზებთ. მე თვითონ ვსვამ და ძალიან მიხდება.

- აიღეთ 1 კგ თაფლი, დაამატეთ 10 ლიმონის წვენი და მანქანაში გატარებული 10 კბილი
ნიორი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, ჩაასხით მინის ქილაში, დაახურეთ თავზე და ერთი კვირა გააჩერეთ. მიიღეთ ყოველდღიურად 4-4 ჩაის კოვზი, მაგრამ
არ გადაყლაპოთ, არამედ დიდხანს წუწნეთ.

ვისაც ქოშინი აწუხებს, ვურჩევ, აუცილებლად სცადოს ეს წამალი. მე ორი მეტრის გავლაც კი მიჭირდა, მაშინვე ქოშინი მივარდებოდა. შეიძლება ითქვას,
ამ წამლით მიდგას სული.

frenis kompensacia
frenis kompensacia