გაოცებას ვერ დამალავთ, როცა თმის ცვენის საწინააღმდეგო ამ ნიღბის შესახებ შეიტყობთ – მთავარი ინგრედიენტი პურია…

3758
გაოცებას ვერ დამალავთ, როცა თმის ცვენის საწინააღმდეგო ამ ნიღბის შესახებ შეიტყობთ - მთავარი ინგრედიენტი პურია...

თმის ცვენა (ალოპეცია) დღეს-დღეისობით აქტუალური საკითხია კაცებში, ქალებში და ასევე ბავშვებში. კაცობრიობის განვთარებასთან ერთად მისივე ინტერესები იცვლება. ადრეულ პერიოდში თმის ცვენის პრობლემა სამედიცინო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა, ვინაიდან არსებობდა უფრო რთული და აქტუალური პრობლემები.

დღეს-დღეისობით პლასტიკური ქირურგიის განვითარებამ მიგვიყვანა ფაქტებამდე, რომ ადამიანებს აინტერესებთ როგორ გამოიყურებიან, არ აქვს მნიშვნელობა საკითხს, მთავარია მათი ინტერესები და მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ბოლო 40 წელია (20 წელი საქართველოში), რაც ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა (მეტწილად მამაკაცებისთვის), თმის ცვენა, ყურადღების ცენტრში მოექცა. ტექნელოგიურმა განვითარებამ, სამედიცინო კვლევებმა და სტატისტიკურმა ანალიზებმა უდიდესი ინფორმაცია მოგვაწოდა თმის ცვენასა და ამ პრობლემასთან გამკლავების გზებზე.

თმის ცვენა შესაძლოა იყოს განპირობებული: გენეტიკური წინასწარგანწყობით, ჰორმონალური დისბალანსით , სამედიცინო წამლების მოხმარების გვერდით ეფექტით, ასაკით , სტრესით, სხვადასხვა დაავადებებით ,თმის არასწორი მოვლით, რადიაციით და სხვა ფაქტორებით.

თმის ცვენა შეიძლება ლოკალურად ან/და მთლიან სხეულზე განვითარდეს, შეიძლება იყოს დროებითი (ტრანზიტორული) ან პერმანენტული (მუდმივად მიმდინარე).

თმის ცვენის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. თმას ზიანს აყენებს სხვადასხვა სახის ვირუსული და ასაკობრივი დაავადებები, ასევე, სტრესი. პრობლემის დროს ეფექტურად მიიჩნევა თმის ცვენის საწინააღმდეგო ისეთი ნიღბები და საშუალებები, რომლებიც ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
გთავაზობთ მარტივ და შედეგიან თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბების რეცეპტებს, რომლის სახლში მომზადებაც საკმაოდ მარტივია:
 პურის ნიღაბი: რამდენიმე ნაჭერი ჭვავის პური ჩაალბეთ ცხელ წყალში მანამდე, სანამ მისგან ფაფას არ მიიღებთ. გააჩერეთ მიღებული პურის ფაფა ერთი საათი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ თმები პოლიეთილენის პარკით, ზემოდან კი – პირსახოცით. გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გარეშე. ეს ნიღაბი გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურია თმის ცვენის წინააღმდეგ, შესანიშნავი საშუალებაა თმის ზედმეტი ცხიმიანობის მოსაშორებლად.
 კეფირისა და დარიჩინის ნიღაბი: ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 2 სადილის კოვზი დარიჩინი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზავი ოდნავ ნოტიო თმაზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათით. ჩამობანა შეიძლება შამპუნის გარეშე. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, ორი თვის განმავლობაში.
 ოხრახუშის ლოსიონი: 20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, წამოადუღეთ და გააჩერეთ სიბნელეში 2 დღის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით, ერთი თვის განმავლობაში.

 კვერცხის, თაფლისა და ბირკავას ზეთის ნიღაბი: ერთი სადილის კოვზი ბირკავას ზეთი, ერთი სადილის კოვზი თაფლი და 2 კვერცხის გული კარგად შეურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის შესაჩერებლად, არამედ აქტიურად ებრძვის ქერტლს.

frenis kompensacia
frenis kompensacia