ყველაზე ძლიერი ნატურალური ანტიბიოტიკი ფსორიაზის წინააღმდეგ!

477

ყველაზე ძლიერი ნატურალური ანტიბიოტიკი ფსორიაზის წინააღმდეგ!

ფსორიაზი უცნობი გენეზის აუტოიმუნური დაავადებაა. იგი ჩვენშიც ისევეა გავრცელებული, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში – აქვს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს.

დაავადება, როგორც უკვე ვთქვი, უცნობი გენეზისაა, ანუ მისი უშუალო მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს როგორც მემკვიდრეობა, ისე გარეგანი ფაქტორები და სტრესი. არის შემთხვევები, როცა ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპთან ერთს აქვს ეს დაავადება, მეორეს კი არა.

ხშირად ის გენეტიკურად მოჰყვება თაობიდან თაობას, შესაძლოა, ერთდროულადაც ჰქონდეს ოჯახის რამდენიმე წევრს. თუმცა, ფსორიაზის გენი, რომელიც მამისგან ან დედისგან შვილს გადაეცემოდა და ფსორიაზს გამოიწვევდა, როგორც ასეთი, არ არსებობს.

რამ შეიძლება გაუწიოს პროვოცირება ფსორიაზის გამწვავებას?

– მაპროვოცირებელი ფაქტორია სტრესი – ეს უკვე გითხარით. ასევე – ზოგიერთი წამალი, მათ შორის – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები.

ალკოჰოლიც მძლავრი მაპროვოცირებელი ფაქტორია. შედარებით იშვიათად დაავადების გამწვავებას პროვოცირებას უწევს თამბაქო. რეციდივამდე ზოგჯერ ინტერფერონით მკურნალობასაც მივყავართ.

საკვები ამ დაავადების გამწვავებას არ იწვევს, აქ სხვა პრობლემაა – ზოგიერთმა პროდუქტმა, განსაკუთრებით – ალერგიულებმა, შესაძლოა ქავილი გამოიწვიოს, ფსორიაზისთვის კი კებნერის ფენომენია დამახასიათებელი – იმ ადგილას, სადაც მოვიქავებთ, შესაძლოა ახალი ბალთა გაჩნდეს. მზე უმეტესად აუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა გამორიცხული არ არის, პირიქითაც მოხდეს.

ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ ფსორიაზი გაგიმწვავდათ:

ნივრის ცოცხალი წვენი ან ფაფა თაფლით შეაზავეთ და მიიღეთ.

20 გრამ ხმელ დაფნის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ულუფად. სვით 5-7 დღე.

ყოველდღე დალიეთ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.

აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.

10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. ჩადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით 200 მლ-მდე. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

Facebook კომენტარები