ყოველდღე ამ სიიდან 2-3 საკვები უნდა იყოს თქვენს კვების რაციონში, რათა თავიდან იქნას აცილებული თრომბის რისკი!

185

ყოველდღე ამ სიიდან 2-3 საკვები უნდა იყოს თქვენს კვების რაციონში, რათა თავიდან იქნას აცილებული თრომბის რისკი!

სისხლი სისხლძარღვებში გარკვეული წნევით გადაადგილდება. ეს პროცესი დამოკიდებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარზე, სისხლძარღვების ტონუსზე და მასში განვითარებულ წნევაზე, სისხლძარღვების შიდა ზედაპირის მდგომარეობაზე, სისხლის კომპონენტების თავისებურებასა და შედედების უნარზე.

თრომბი არის სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება სისხლძარღვებში და აფერხებს სისხლის მოძრაობას. თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება:

  • თუ გულის კუნთის ტონუსი დაქვეითებულია და სისიხლი, შესაბამისი სიჩქარით არ მოძრაობს სისიხლძარღვებში
  • თუ სისხლძარღვების ტონუსი და ელასტიურობა დაქვეითებულია რაიმე მიზეზით, სისხლი შესქელებულია ან მომატებულია შედედების უნარი.

იმისთვის, რომ შეამციროთ თრომბის განვითარების საშიშროება: პირველ რიგში და უმთავრესად, დალიეთ მეტი წყალი! ადამიანების 90% ძალიან ცოტა წყალს სვამს.

Ზრდასრულმა ადამიანმა ყოველდღიურად უნდა დალიოს 2-2,5 ლიტრი წყალი. სიცხეში კიდევ უფრო მეტი. ასწავლეთ თქვენს შვილებს წყლის დალევა.
ბუნებრივი წყალი არის პირველი და ძალიან ძლიერი წამალი თრომბის საწინააღმდეგოდ.

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები:

– ზეითუნის და სელის ზეთი;
– ვაშლის ძმარი;
– ნიორი და ხახვი (ნივრის რეგულარული მოხმარება ნახევარჯერ ამცირებს თრომბის ალბათობას!);
– ლიმონი;
– მზესუმზირის თესლი;
– ჭარხალი;
– კაკაო და შოკოლადი (მწარე);
– თევზი და თევზის ზეთი;
– პომიდორი, ტომატის წვენი;
– შვრიის ფაფა;
– ჟოლოს, მოცვის, შტოშის,  მარწყვის, ალუბლის, ტკბილი ალუბლის კენკრა;
– კოჭა

ყოველდღე ამ სიიდან 2-3 საკვები უნდა იყოს თქვენს კვების რაციონში.

პროდუქტები, რომლებიც იწვევს სისხლის გასქელებას:
– ხორცის ნახარში;
– ძეხვეული;
– შებოლილი ხორცი;
– ჟელე;
– Თეთრი პური;
– კრემი;
– მოწევა;
– ალკოჰოლი;
– დიდი რაოდენობით მარილი;
– შარდმდენები, ჰორმონალური და კონტრაცეპტული საშუალებები.

შესქელებული სისხლის დროს, მნიშვნელოვანია არა მარტო სპეციფიკური პროდუქტების უარყოფა. ზოგადად, თქვენ უნდა გადახედოთ კვების რაციონს. შეზღუდეთ ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, ცხიმიანი და სანელებლებიანი საკვები. ჭამეთ მეტი ბოსტნეული და ხილი, დალიეთ უფრო სუფთა წყალი. მარტივი რეკომენდაციებია, რომლებიც თითქმის ყოველდღე გვესმის, მაგრამ ვასრულებთ კი?

Facebook კომენტარები